დღეიდან უკრაინა ევროკავშირის ელექტროენერგიის სინქრონული ბადის ნაწილია, რაც უკრაინის სტაბილური ელექტროენერგიით უზრუნველყოფას გულისხმობს და უკრაინა თავიდან აიცილებს რუსული თავდასხმების შედეგად ელექტროენერგიის ხშირ შეწყვეტას.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი:
„უკრაინა ევროკავშირის ენერგოკავშირის ნაწილი გახდა – ახლა უკრაინაში ელექტროენერგია ევროკავშირში მიედინება და პირიქით. მადლიერი ვართ ევროკავშირის წევრების, პირადად ვუხდი მადლობას ურსულა ფონ დერ ლაიენს, კადრი სიმსონს და ყველას, ვისი დამსახურებითაც ახლა ერთიანი ენერგოსისტემა გვაქვს”
ევროკავშირის ენერგოკომისარი კადრი სიმსონი:
“უკრაინისა და მოლდოვის ელექტროენერგიის ბადეები წარმატებით შეუერთდა კონტიტენტური ევროპის ბადეს. ეს დაეხმარება უკრაინას, რომ სტაბილური ელექტროსისტემა და დენი ჰქონდეთ. ეს ისტორიული მომენტია ჩვენს ურთიერთობაში – ამ კუთხით უკრაინა ახლა ევროპის წევრია!”
კომენტარები