უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის თეატრი დაბომბეს, სადაც ასობით ადამიანი აფარებდა თავს.
მედია ავრცელებს მარიუპოლის საკრებულოს პრესსამსახურის განცხადებას, სადაც ნათქვამია:
„დღეს რასისტულმა ჯარებმა მიზანმიმართულად და ცინიკურად გაანადგურეს დრამატული თეატრი მარიუპოლის შუაგულში. თვითმფრინავმა ბომბი ჩამოაგდო შენობაზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მცხოვრები იმალებოდა. ჯერჯერობით შეუძლებელია ამ საშინელი და არაადამიანური აქტის მასშტაბების შეფასება..”
კომენტარები