შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას თავდაცვისთვის დამატებით 800 მილიონ დოლარიანი სამხედრო დახმარების პაკეტი გამოჰყო. განკარგულებას ბაიდენმა ხელი უკვე მოაწერა.
დახმარების პაკეტი ითვალისწინებს:
- 800 ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო იარაღი და რაკეტა;
- 9000 ყუმბართმტყორცნი, მათ შორის ჯაველინები;
- 7000 ცეცხლსასროლი იარაღი;
- 20 მილიონის საბრძოლო ამუნიცია;
- ე.წ. “კამიკაძე დრონები”.
ბაიდენის თქმით, ბოლო ერთ კვირაში აშშ-მა უკრაინას 1 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.
კომენტარები