ვლადიმერ ჟირინოვსკის პარტია გეგმავს, განსახილველად წარადგინოს ინიციატივა, ჩატარდეს რეფერენდუმი – სიკვდილით დასჯის დაბრუნების შესახებ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
“პარტიამ შეიძლება დაიწყოს რეფერენდუმი სიკვდილით დასჯის დაბრუნების შესახებ, მძიმე და დანაშაულებისთვის, მაგალითად, ფართომასშტაბიანი კორუფციისთვის, ბავშვების გაუპატიურებისთვის, მკვლელობისთვის.
რუსეთი ტოვებს ევროსაბჭოს, რაც ნიშნავს, რომ აღარ გვადევს ბორკილები ჩვენთვის უცხო წესების. სიკვდილით დასჯას აკრძალვა გამოიყენება ყველგან ევროკავშირის ფარგლებს გარეთ”. – აცხადებს ჟირინოვსკის პარტია.
“ალია” შეგახსენებთ, რომ სიკვდილით დასჯა მხოლოდ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არ არის აკრძალული.
კომენტარები