ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა BBC-სთან თქვა რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას Starstreak-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს.
მან აღნიშნა ისიც, რომ ამ დროისათვის, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას მიაწოდა ასევე 4 000 ერთეული ტანკსაწინააღმდეგო იარაღი.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა კითხვას, ხომ არ იგეგმება უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შექმნა, უპასუხა, რომ ეს შორეულ ნაბიჯად შეიძლება განიხილებოდეს, “ჩვენ ყოველთვის თანმიმდევრული ვიყავით, არ ვაპირებთ ამ ნაბიჯის გადადგმას” – თქვა მან.
უოლასმა დაადასტურა, რომ ბრიტანეთი უკრაინას აწვდის მაღალი სიჩქარის საზენიტო რაკეტებს.
მედიის ცნობით, დღეს ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე უოლესმა თქვა “ჩვენ მათ ვამარაგებთ. მათ შეეძლებათ პასუხის გაცემა.”
თავდაცვის სამინისტროში არ აკონკრეტებენ რამდენი საზენიტო რაკეტა იგზავნება ან როგორ გაივლიან უკრაინული ძალების წვრთნას მათი გამოყენებისთვის. თუმცა, გასულ კვირას, მან დააკონკრეტა, რომ განიხილება Starstreak-ის რაკეტების მიწოდება უკრაინისთვის.
კომენტარები