პოლონეთის პრემიერი კიევში ვიზიტის შემდეგ საქართველოში ჩამოდის. პოლონეთის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 17 მარტს მატეუშ მორავიეცკი ბათუმში ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება, სადაც განიხილავენ საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედებებს უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ასევე, კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შედეგებს და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ახლახან წარდგენილ საქართველოს განცხადებას.
პოლონეთის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მატეუშ მორავიეცკი ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფართო პაკეტის განხორციელებაში საქართველოს ჩართულობაზე ისაუბრებს. ასევე განიხილავენ ეკონომიკური სანქციების გავლენას იმ ქვეყნებზე, რომლებიც გმობენ რუსეთის აგრესიას.
წყარო – ტაბულა
კომენტარები