თბილისის მერი კახა კალაძე TV იმედის ეთერში ენმ-ის ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც, კალაძეს თბილისის მერიის სახელით, რუსულ კომპანია Metrowagonmash-თან 170 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი აქვს გაფორმებული, კომენტარს აკეთებს და ამბობს:
“ეს უდიდესი ტყუილი და წარმოუდგენელი ბრალდება იყო, რომელიც იქნა გაჟღერებული მელიას მხრიდან, სამარცხვინო. მერე გამოდიან, დაჯდებიან რაღაც ისეთი სახეებით და – “ჩვენ ნოლები ვართ”, – იძახიან, “ნოლები ვართ ჩვენ”. რა თქმა უნდა, იქნებით ნოლები და იქნებით ფარჩაკები.
ფარჩაკებს ვიყენებ, აი, ეს არის სრული შესაბამისი სიტყვა ამ პოლიტიკური პარტიისთვის, პოლიტიკური პარტია კიდევ ზედმეტი ნათქვამია, ეს არის კონკრეტული ძალა, რომელიც ყველაფერს აკეთებს ანტისახელმწიფოებრივს, ბოროტი ძალაა, რომელიც დაფუძნებულია სიძულვილზე, ადამიანების შეურაცხყოფაზე თავიანთი მედიით, ყველაფერს აკეთებენ, ყველაფერს კადრულობენ.”
კომენტარები