უკრაინის სახალხო დეპუტატის, სერგეი ტარუტას ინფორმაციით, მარიუპოლის დრამატული თეატრის თავშესაფარმა საჰაერო დარტყმას გაუძლო:
“ომის 22-ე დღის დილით საშინელი გაურკვევლობის ღამის შემდეგ, საბოლოოდ კარგი ამბავი მარიუპოლიდან! თავშესაფარი გადარჩა. დაიწყო ბლოკირების დემონტაჟი, ხალხი ცოცხალი გამოდის!” წერს დეპუტატი ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რუსებმა თეატრზე იერიში გუშინ, 16 მარტს მიიტანეს. თავშესაფარში 1000-დან 15000-მდე მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის ბავშვები.
კომენტარები