“ევროპელი სოციალისტების” დეპუტატმა, დავით ზილფიმიანმა ვახტანგ გომელაურს, რომელიც პარლამენტში სიტყვით გამოდის დღეს, უთხრა:
“მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ჩემი ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრ მინისტრს მოვესწარი შს სამინისტროში, გეტყვით, რომ მე მიმაჩნიხართ თქვენ საქართველოს ყველა დროის საუკეთესო შს მინისტრად, ამას ყოველგვარი ქათინაურის გარეშე გეუბნებით. არამარტო გაკეთებული საქმეებით, არამედ იმ “ფოლების” არარსებობით, რაც უხვად ჰქონდათ საქართველოში თქვენ წინამორბედებს, ამიტომ ერთგვარი ჩემპიონი ხართ ამ მიმართულებით”.
კომენტარები