აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საქართველო-ჩეჩნეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის შესაძლებლობას ეხმაურება და ამბობს:
“რაც შეეხება გზას, როგორც მითხრეს, საბჭოთა პერიოდის, 1970-იანი წლების პროექტზეა საუბარი, თუმცა რაც არ უნდა იყოს, სანამ რუსეთი რაიმე გზებზე, პროექტებსა თუ დაპირებებზე დაიწყებს საუბარს, მანამდე უნდა შეასრულონ 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანონ ძალები საქართველოდან.”
რუსეთის უშიშროების საბჭოს გასვლით სხდომაზე ჩეჩნეთში, სხდომის დღის წესრიგის ერთ ერთი საკითხი, ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა იყო;
“სანქციების გამო, ჩეჩნეთ-საქართველოს გზა გვჭირდება, პუტინმა თქვა, რომ ეს კარგი იდეაა” – რუსეთი
კომენტარები