ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი, “მთავარ არხთან” ამბობს:
“ნეიტრალიტეტის თემა წამოვა ხდება მაშინ, როდესაც რუსეთიდანაა შეკვეთა. ვნახეთ, რომელი პოლიტი8კური ძალები აყენებდნენ ამ თემას. ყველას სხვადასხვანაირად ესმის ეს ნეიტრალიტეტი.
რუსეთის გადმოსახედიდან, ნეიტრალიტეტი ნიშნავს იმას, რომ არავინ ჩაერიოს ყოფილ საბჭოთა სივრცეში და მხოლოდ მას ჰქონდეს ექსკლუზიური უფლება იქ ყველაფერი გადაწყვიტოს ისე, როგორც თავად სურს. ასე ესმის რუსეთს ნეიტრალიტეტი.
რეალური ნეიტრალიტეტი აქვს შვედეთს და ფინეთს, მაგრამ ამ ორივე ქვეყნის მოსახლეობა, უკვე იმ აზრზეა, რომ სურთ ნატო-ში გაწევრიანება, განსაკუთრებით, უკრაინაში მომხდარის შემდეგ.
საგულისხმოა ისიც, რომ ნეიტრალიტეტის საკითხს რუსეთი აქტიურად აყენებს უკრაინასთან მიმართებაში და აყენებს ფინურ და შვედურ მოდელს და უკრაინა არ ეთანხმება, რადგან უკრაინას სურს ახალი მოდელი, სადაც უსაფრთხოების გარანტია იქნება წინა პლანზე. უკრაინა უარს არ ამბობს ნატოში გაწევრიანებაზე, ამაზე უარი არ უთქვამს, ითხოვს დამატებით გარანტიებს. დღეს, გასაგებია, რომ არ არის ნატო მზად უკრანაის მისაღებად. უკრაინი დიდი ქვეყანაა, მას საშუალება აქვს თავად დაიცვას თავი. ეს მოდელი ნაკლებად შეიძლება იყოს საქართველოსთვის მისაღები, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, იმ წინააღმდგეობას, რაც უკრაინამ გაუწია, ძალიანაც რომ მოგვენდომებია, ვერ გავუწევდით. საქართველოსთვის ნატო კვლავ რჩება ერთადერთ შესაძლებლობად უსაფრთხოებისთვის. ჩვენ უფრო უნდა წავიდეთ ბალტიისპირეთის ქვეყნებისკენ, რომელებმაც ნატო აირჩიეს უსაფრთხოების მთავარ გარანტად.
ნეიტრალიტეტი საკმაოდ დიდი სიამოვნებაა, დიდი ჯარი უნდა შეინახო, იმისთვის, რომ შეძლო საკუთარი ქვეყნის დაცვა და ყველა მეზობელიც უნდა თანხმდებოდეს ამაზე. გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს ნეიტრალური სტატუსის გამოცხადებისას, პირველი რესპუბლიკის დროს, საქართველომ გამოაცხადა ნეიტრალიტეტი და ამას მოჰყვა აქედან ინგლისის ჯარების გაყვანა და საბჭოთა რუსეთის მიერ, საქართველოს დაპყრობა – ჩვენ ეს ცუდი გამოცდილებაც გვაქვს. რაც არ უნდა გვიკიჟინონ ახლა ნეიტრალიტეტი, ეს არ არის გამოსავალი საქართველოსთვის.
ნეიტრალიტეტის თემა, ცხადია, კრემლს აწყობს და კრემლიდან მოდის. ფინეთის მაგალითი მოჰყავდათ, მაგრამ ფინეთი აღარ არის კლასიკური გაგებით ნეიტრალიტეტი, არც შვეიცარი აღარაა კლასიკური გაგებით ნეიტრალიტეტი, ეს პირველ რიგში მორალური საკითხია, ზნეობის საკითხია. ფინეთმა პირველად თავის ისტორიაში იარაღი გააგზავნა უცხოეთში და ეს უკრაინა იყო. კლასიკური გაგებით ნეიტრალიტეტი აღარც არსებობს – ვერ იქნები ნეიტრალური, როდესაც ქალებს და ბავშვებს ხოცავენ შენ თვალწინ. შეუძლებელია, ადამიანს გული არ ჰქონდეს, საზოგადოება არ განიცდიდეს იმას, რაც დღეს უკრაინაში ხდება.
სპეკულაცია მუდმივად იქნება, სანამ რუსეთი იარსებებს, მუდმივად იქნება მცდელობები დეზინფორმაციის ე.წ. ფეიკ-ნიუსების შემოტანის საზგადოების გონების არევის მცდელობები. საზოგადოება უნდა იყოს მობილიზებული, ნაკლებად უნდა დაუჯეროს დეზინფორმაციას და სატყუარად არ უნდა წამოეგოს და ხშირად წამოვეგეთ. ამისი გარანტია უნდა იყოს ქვეყანაში განათლების დონის აწევა. სამწუხაროდ, არც ერთ ხელისუფლებას განათლების საკითხისთვის არ მიუხედავს. ეს არის ფუნდამენტური, გრძელვადიანი საკითხი. თუ განათლების დონე მაღალი იქნება ქვეყანაში, საფუძველი გამოეცლება მაშინ ასეთ სპეკულაციებს.”
კომენტარები