“რაც შეეხება ბადრი ესებუას თემას. ჩემზე მეტად არავის უნდა, რომ ის დავიჭიროთ. გავიდა წელიწადნახევარი. მას არავინ დაუჭრია და მოუკლავს, თუმცა უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა. ყველაფერს ვაკეთებთ და ოპერატიულად ვმუშაობთ, რომ ეს ადამიანი დავაკავოთ. 72 ძებნილი დავაკავეთ მათ მიერ დანაშაულის ჩადენიდან 10 წლის შემდეგ, 15 წელზე მეტი ხნის მერე კი 37. ასევე, 20-წლიანი ძებნის შემდეგ დაკავებულია 19 პირი. წელიწადნახევარი კი შეიძლება ბევრია, მაგრამ ბადრი ესებუა შეიძლება ვერ დავიჭიროთ, შეიძლება დავიჭიროთ. მაგრამ ხვალვე დავიჭერთ თუ ერთ თვეში, მაგას ვერავინ გეტყვით.”
კომენტარები