“სისულელე იქნება ჩემი მხრიდან რომ ვთქვა, 100%-იანი კონტროლდება ყველა შემოსული მოქალაქე-მეთქი. არცერთ ქვეყანას არ შეუძლია ამის გაკეთება.
ომის დაწყებიდან, 24-დან 21 დღე რაც გავიდა, შემოსულია რუსეთის 30 439 მოქალაქე და გასულია, გუშინდელი მონაცემებით, 17 801 ადამიანი. დაახლოებით, 12 000 ადამიანი არ გასულა, ვინც შემოვიდა. ალბათ, გავლენ – გუდაურში არიან, ბაკურიანში, ზოგი თბილისშია…
2019 წელს, იგივე პერიოდში რუსეთიდან შემოსულია 64 008 ადამიანი და გასულია 63 097.
ბელარუსის მოქალაქეების მხრიდან – 15 777 შემოსულია ომიდან გუშინდელ დღემდე, როცა 2019 წლის ანალოგიურ დროს 1 678 კაცია შემოსული. თითქმის, 10-ჯერ მეტია შემოსული, განსხვავებით რუსეთის მოქალაქეებისგან.”
კომენტარები