რონდელის ფონდის მკვლევარი, დიპლომატი, ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში. გიორგი ბადრიძე, “მთავარ არხთან” ამბობს:
“ნეიტრალიტეტი არ არის რეალურად უსაფრთხოების გარანტია.
დავიწყოთ იქედან, რო ნეიტრალიტეტის შესახებ საუბრობენ რუსეთის მოკავშირეები, რუსეთის პოზიციის გამხმოვანებლები საქართველოში, მარტივი მიზეზის გამო, რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ის ქვეყნები, რომელთა უკან დაბრუნებას, ახლიდან დაპყრობას ცდილობს, დატოვოს გარე დახმარების, მოკავშირების გარეშე. სხვას არაფერს ემსახურება ეს ერთგვარი ეშმაკობა.
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საფუძველი არ არის რუსეთის შეშფოთება თავისი გარე უსაფრთხოების გამო, იმის გამო, რომ მისი მეზობლები შეიძლება, ადრე თუ გვიან გაწევრიანდნენ ნატოში – ძალიან კარგად იციან, რომ ნატო რუსეთს არ უქმნის სამხედრო საფრთხეს. რუსეთზე უკეთ დაცული ქვეყანა ბუნებაში არ არსებობს. არც ერთი ჭკუათმყოფელი ქვეყანა რუსეთთან თავისით კონფლიქტში არ შევა, მით უმეტეს, მდიდარი, ცოტათი შებერებული და ზარმაცობისკენ გადახრილი ევროპა. არ არსებობს მოტივი, არ არსებობს საჭიროება და რაც მთავარია, არ არსებობს შესაძლებლობა, 6 000 ქობინით დაცული რუსეთის მიმართ აგრესიის განხორციელებისა, არ სჭირდებათ და არ შეუძლიათ.
-
ერთადერთი რასაც ცვლის ნატო რუსეთისთვის, არის ის, რომ ის ზღუდავს მის შესაძლებლობას, თავს დაესხას მის წვერებს. ეს კარგად უნდა გვესმოდეს. ზუსტად ამიტომ არის, რომ ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი და დანარჩენი ქვეყნები, რომლებმაც შეასწრეს რუსეთს ნატოში, არიან მისი წვდომის მიღმა. ყველა ევროპელი მეზობელი, რომელსაც ამის ფუფუნება არ ჰქონდა, არის რუსეთის აგრესიის მსხვერპლი და ახლა რუსეთი მოითხოვს, მისი მსხვერპლი არ იყოს დაცული მოკავშირეებისგან და მით უმეტეს მსოფლიოში ყველაზე წარმატებული სამხედრო ალიანსის გარანტიებით, რომელსაც ქვია მეხუთე მუხლი. სულ ეს არის. ჩვენ საზოგადოებას ცოტათი მეტი კრიტიკული აზროვნება სჭირდება, რომელიც ასე ადვილად და პირღია უსმენს ნეიტრალიტეტის ზღაპრებს.
ჩვენი ნეიტრალიტეტი რუსეთს სჭირდება მხოლოდ იმისათვის, რომ უფრო ადვილად დაგვესხას თავს და დაგვიპყროს.
არსებეობს ისტორიული გამოცდილება, ნეიტრალიტეტი არავის იცავს, ნეიტრალიტეტის ფონზე, ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც საკუთარი ქვეყნის დაცვა შეძლო, ეს არის შვეიცარია, რომლის სამხედრო ხარჯები არის კოლოსალური და ამის ფუფუნება არც ჩვენ და არც უკრაინას არასოდეს ექნება, რომ იმდენი დახარჯოს თავდაცვაზე რომ მარტომ, გარე დახმარების გარეშე დაიცვას თავი.
ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, მაკიაველი წერდა – მეგობრები გთვაზობენ მოკავშირეობას, ნეიტრალიტეტს გთავაზობენ მტრები. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ მარტო დაგტოვონ.
სხვა ანარაინი ახსნა ნეიტრალიტეტის შეთავაზებას არა აქვს. ჩვენს მტერს სურს ჩვენი მარტო დატოვება, თავისი სრულიად ღიად გაცხადებული გეგმების განსახორციელებლად. თუ აქამდე, კიდევ იყო რაღაცა განსაკუთრებით მიამიტი ადმიანებითვის, კითხვის ნიშნები იმის თაობაზე, რას აპირებს რუსეთი… აი, გვეუბნებოდნენ 90-იან წლებში, როცა “დესეთეში” შევედით, დიახ უნდა შევიდეთ რუსეთში და რუსეთი დაგვიბრუნებს აფხაზეთს. სხვათა შორის, ნეიტრალიტეტზე მეტი გააკეთა მაშინ საქართველომ, რუსეთს დაუთმო არამარტო საგარეო პოლიტიკური არჩევანი, როცა დაუბრუნდა რუსეთის ორბიტას, არამედ ჩართო რუსეთი შიდა მმართველობაში, როცა პირდაპირ რუსეთიდან მიიღო მივლინებით გამოგზავნილი მინისტრები, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროების სამართავად. რა მიიღო საპირწონედ? როგორც კი მაშინ საქართველომ სცადა შიდა წესრიგის დამყარება, ახალი კოსნტიტუციის მიღება, იმ მთავრობასაც კი, რომელმაც ეს გააკეთა, თავში ჩასცხეს.
მას შემდეგ, რაც ომით დაამარცხა საქართველო და მიიღო მისგან პრაქტიკულად ყველაფერი, რისი მიღებაც უნდოდა, სანაცვლოდ არაფერი მოუცია, არ შეუცვლია ოდნავად თავისი მიდგომა აფხაზეთთან დაკავშირებით.
ახლა რუსეთს უკვე ღიად აქვს გაცხადებული, რომ ის აპირებს აღადგინოს ისტორიული სამართლიანობა, როგორც მას ესმის და დააბრუნოს თავისი სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური კონტროლის ქვეშ ე,.წ. დაკარგული ტერიტორიები. სრულიად გადაბრუნებული, გამოგონილი ისტორიის საფუძველზე, რომელსაც პუტინი, სულ ახალი და ახალი რედაქციით უშვებს და უკვე შეიძლება ვიღაცამ იფიქროს რომ ბოდვებშია, მაგრამ ფაქტია, რომ მისი საგარეო აგრესია ეფუძნება მის მიერ გამოცხადებულ ჯერ ისტორიულ ე.წ. საფუძველს, რომელიც გადატრიალებულად, თავდაყირა დააყენებს რეალურ ისტორიას და მოქმედებს ზუსტად იმ სცენარით, რომ საქართველო, უკრაინა და სხვა დანარჩენი ტერიტორიები, რომელსაც მიიჩნევას დაკარგულად, შეუერთოს “დედა რუსეთს”.
ქართული ოცნების ხელისუფლებას 10 წლის მანძილზე არ დაუტოვებია წინა ხელისუფლების გაკეთებული არაფერი შეუცვლელი, რაც კი არ მოწონდა. 10 წელია ხელისუფლებაშია და წინა ხელისუფლებას აბრალებს რომ გვაქვს უვიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციასთან? თანაც ეს 10 წლის წინ, სწორად, თუ არასწორად, კეთდებოდა ტურიზმის მოსაზიდად., დღეს ომის პირობებში, როცა ტურისტების ნაცვლად შემოდიან მიგრანტები, როგორ ლაპარაკობს იმას, რომ აი, წინა ხელისუფლების გამო ხდება ეს – თითქოს ამის შეცვლა არ შეეძლო.
სანქციებს რაც შეეხება, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვის კისერზეა იმაზე, რომ საქართველო დღეს ამდენად არის დამოკიდებული რუსეთის ფედერაციაზე? ვინ დაუბრუნა რუსეთს ეკონომიკური ბერკეტები ჩვენზე ზემოქმედების მოსახდენად? ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ ეკუთვნის იმ ადამიანს, რომელიც ახლა ამბობს, რა ვქნათ, ჩვენ ძვირი დაგვიჯდება სანქციებიო? დამოუკიდებლობა, ღირსება, თავისუფლება ძვირია. ეს უნდა იცოდეს, მაგრამ ეტყობა ყველას ერთნაირად არ ესმის.
კომენტარები