თავდასხმა “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზე. ზუგდიდში, ემა გოგოხიასა და მის ოპერატორს თავს “ალტ-ინფოს” ოფისთან დაესხნენ.
მთავარი არხის ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი ადგილზე იმის გადასაღებად მივიდა, რომ ოფისის შენობაზე უკრაინის მხარდამჭერ წარწერებს ქალაქის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი აიპის თანამშრომლები შლიდნენ. სწორედ ამ მასალის გადაღების დროს, როგორც ემა იხსენებს, ოფისთან დაახლოებით 4 მანქანა ერთდროულად გაჩერდა, კასტეტებით შეიარაღებულმა პირებმა ოპერატორსა და ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ცნობილია, რომ რამდენიმე მოძალადე პოლიციამ უკვე დააკავა.
შეგახსენებთ, დღეს თავდასხმა მოხდა “ფორმულას” გადამღებ ჯგუფზეც.
სიმბოლურია რომ 18 მარტს, როცა ორი ტელევიზიის გადამღებ ჯგუფებზე მოხდა სხვადასხვა ქალაქში და სხვადასხვა საათებში თავდასხმა, შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური, მინისტრის საათის ფორმატში, პარლამენტში ბრძანდებოდა და ამტკიცებდა, რომ დანაშაულმა იკლა.
მან ისაუბრა ალტ-ინფო-ზეც და თქვა, რომ მისი “გაუქმება” არ შეუძლია.
კომენტარები