კანადის სამთავრობო ორგანიზაცია, გაეროს კანადის მისია, სოციალურ ქსელში, ავრცელებს დოკუმენტებს და წერს:
“რუსეთო, უკან გიგზავნით თქვენ 16 მარტით დათარიღებული წერილს.
გთხოვთ, იხილოთ ჩვენი შემოთავაზებული რედაქტირებები ქვემოთ.”
როგორც დოკუმენტიდან ჩანს, რუსეთმა მიმართა კანადას სტანდარტულად შედგენილი დოკუმენტით და სთხოვა მას გაეროს სხდომაზე არ დაეჭირათ მხარი საფრანგეთის და მექსიკის შემოთავაზებულ ჰუმანიტარული პროექტისთვის.
ოფიციალურმა კანადამ რუსეთის გაგზანილი წერილი დააკორექტირა, გადახაზა რაც არასწორ ინფორმაციად მიიჩნია, ჩაასწორა და უკან გადაუგზავნა მოსკოვს.
უცნობია რუსეთს “მოეწონა”, თუ არა კანადის პასუხი, მაგარამ კანადის პასუხი მოიწონა უამრავმა ადამიანმა და პოსტს უკვე არაერთი ნახვა და კომენტარი აქვს.
Thank you @RussiaUN for your letter dated March 16.
Please see our suggested edits below. #StandWithUkraine #RespectTheCharter pic.twitter.com/0M663R0tUW
— Canada Mission UN #StandWithUkraine ?? (@CanadaUN) March 17, 2022
კომენტარები