95 წლის იტალიელი ქალი კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ independent-წერს.
ალმა კლარა კორსინი Covid-19-ისგან ანტივირუსული მკურნალობის გარეშე სრულად გამოჯანმრთელდა. მოხუცებული საავადმყოფოში სიმპტომებით 5 მარტს შეიყვანეს, მაგრამ ახლა იგი უკვე დაბრუნდა თავის სახლში, მოდენას პროვინციაში.
მან საავადმყოფოს საწოლიდან იტალიურ გამოცემას უთხარა: ,,დიახ, დიახ, მე კარგად ვარ, იქ კარგი ადამიანები იყვნენ, ყველანი კარგად ზრუნავდნენ ჩემზე“
იტალიური გაზეთი წერს, რომ მისის კორსინი ამაყობს პერსონალით, რომელიც მას საავადმყოფოში მკურნალობდა.
ადამიანების უმეტესობისთვის ახალი კორონავირუსი იწვევს უმნიშვნელო სიმპტომებს, მაგალითად ცხელებას ან ხველას, თუმცა ხანდაზმულთათვის და იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სხვა ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დაავადებები მათ შორის პნევმონიაც.
პრაიმტაიმი
კომენტარები