გიორგი ჯავახაძე, ალია
“ალიას” რუსეთში მცხოვრები ქართველებიც დაგვიკავშირდნენ და ისინიც კულუარულ ამბებს გვატყობინებენ:
“რუსეთში უკვე ავრცელებენ ხმებს, რომ პუტინს კი არ უნდოდა ეს ომი, მაგრამ აი, საწყალი პუტინი, მოატყუეს და უთხრეს, რომ უკრაინაში დახვდებოდნენ ყვავილებით და ღიმილით, უთხრეს, რომ აი, უკრაინელი ხალხია გადასარჩენი. არავინ ამბობს იმას, თუ ასეთი ადვილი მოსატყუებელია პუტინი, რა ჯანდაბა უნდა მაშინ თანამდებობაზე? პირველ დღეებში, რუსეთში ამ ომს სამხედრო ოპერაცია ერქვა და ძალიანაც უხაროდათ, ამბობდნენ, ფიქრობდნენ, რომ უკრაინას ადვილად დაიპყრობდა პუტინი. არც დაღუპულ ჯარისკაცებზე სწუხდნენ დიდად, სტატისტიკაც კი არ იყო მათთვის ეს, მაგრამ რაც მეტი დრო გადის და პუტინი ვერ იღებს კიევს, მით მეტად დაიწყეს პუტინის გარეცხვა ახლა. სანამ ფიქრობდნენ, რომ რუსეთი დაიპყრობს უკრაინას, წერდნენ, რომ აი, ომი არ უნდათ, არ უნდათ უკრაინელების დაღუპვა, რომ დიანახეს, არ არის მთლად ომის ქალღმერთი მათ მხარეს, ახლა ღიად დაიწყეს უკრაინელების ლანძღვა. არგუმენტი აქვთ ახლა ასეთი – მე, ჩვეულებრივმა რუსმა რა დავუშავე დასავლეთს და ამერიკას, ანგარიშები რომ გამეყინა? რა დავუშავე დიდ კომპანიებს, უმუშევარი რომ დავრჩი და მაღაზიები დაკეტეს? რა დავუშავე იმ საერთაშორისო კომპანიებს, ვისთანაც კონტრაქტი მქონდა? და იმის ნაცვლად, რომ თავის თავში ეძებონ მიზეზი, დასავლეთს, ამერიკას და უკრაინას ლანძღავენ, ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებენ იქეთ.
არც დაღუპული რუსი ჯარისკაები აინტერესებთ სინამდვილეში და არც მოკლული უკრაინელები. ჩვენ ვერ გავიგებთ, რას ნიშნავს ფულიანი მოსკოველისთვის, მისი შვილი რომ დიდ ბრიტანეთში ვერ ისწავლის. ვერასოდეს გავიგებთ, რას ნიშნავს ფულიანი პეტერბურგელისთვის, საშოპინგოდ მილანში რომ ვერ წავა, ვერასოდეს გავიგეთ, რას გრძნობს რუსი ოლიგარქი, რომელსაც უფლება აღარ ექნება თავისი იახტით გავიდეს საერთაშორისო წყლებში – მაგრამ, დამიჯერეთ, ერთადერთი ეს აღელვებთ.
ძალიან ბევრს საუბრობენ რუსეთში მესამე მსოფლიო ომზე და მათი აზრით, ეს უკვე მესამე მსოფლიო ომია, თითქოს უნდა მესამე მსოფლიო ომის დაწყება, სინამდვილეში, მათ უნდათ იმ შთაბეჭდილების შექმნა, რომ აი, რუსეთი მესამე მსოფლიო ომის დასაწყებადაც კი მზადაა და იმის თქმა, რომ უკრაინა კი არ ანადგურებს მათ ჩაჟანგებულ ტექნიკას, არამედ, ეს მესამე მსოფლიო ომი. რუსეთს ურჩევნია, მესამე მსოფლიო ომში დამარცხდეს, ვიდრე უკრაინასთან! მესამე მსოფლიო ომში დამარცხებას გადაიტანს, უკრაინასთან დამარცხებას – ვერა.
ის ახლა ცდილობს შეინარჩუნოს მოლდოვეთისთვის, იაპონიისთვის, საქართველოსთვის და სხვებითვის წართმეული მიწები – ამის გარანტიას მისცემს უკრაინა? – ვერა. მაგრამ, მესამე მსოფლიო ომის პირობებში – მას შეუძლია ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ იმ გარანტიის მოთხოვნა, რომ მის ტერიტორიას არ შეეხებიან. უკვე რუსეთშიც კი აღარავინ საუბრობს იმაზე, რომ რუსეთს შეუძლია თავისი ჯარით მოიგოს ეს ომი და მხოლოდ იმაზე საუბარობენ, რომ რუსეთს აქვს ატომური იარაღი და ამის უნდა ეშინოდეს მსოფლიოს. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეა მოჰყავთ, აი, იმასაც იმიტომ პატიობენ დიქტატურას, ატომი რომ აქვსო. ანუ, ჩვენც დაგვტოვონ ამ დიქტატურაში, რა უნდათ, მოგვწონსო! ატომი ყოფილა დიქტატურის გარანტია. ხშირად საუბრობენ იმაზეც, როგორ ხოცავდა სხვა ქვეყნის ჯარი ხალხს, ისინი ხომ ხოცავდნენ და დიდი საქმე, მოდი, ახლაც ჩვენც მოგვეცით ბავშვების და ქალების დახოცვის უფლებაო. წარმოუდგენელ რამეები გვესმის. რუსეთი ააფეთქებს მსოფლიოს ატომური იარაღით და ამიტომ, ჯობია მსოფლიო გაჩუმდეს და მოგვაგებინოს ეს ომიო. რუსეთის არმია ვერ იგებს ამ ომს, მაგრამ ვითომ მოვიგეთ, მოგვაგებინონ, თორემ, ატომს ავაფეთქებთო. მერე პოლონეთში შევლენ ასე, მერე საქართველოში, მერე მოლდოვეთში და შენი ჭირიმე, ოღონდ ატომური ბომბი არ ააფეთქო და მიდი, დახოცე ბავშვები და უდანაშაულო ხალხიო, უნდა უპასუხოს მსოფლიომ.
დავსვით კითხვა, რატომ არ შეუძლია რუს ხალხს გაუშვას პუტინი, რომელიც ასეთი უპროგნოზოა, დაუწყო ომი და ჯარიც კი არ ჰყავს მობილიზებული და მიპასუხას – პუტინი რომ წავიდეს, ვინ გინდათ, აბა, ნავალნი და გეების პარადიო? პუტინი რომ წავიდეს, ატომური ბომბები უპატრონოდ დარჩება და მერე ვიღაცამ შეიძლება მართლა დააჭიროს ხელიო… სადღაც არ ტყუიან, ვინც არ უნდა მოვიდეს რუსეთის სათავეში, ყველა იმპერიალისტი იქნება, თუ მსოფლიომ არ გამოიბერტყა ყური, მაგრამ პუტინზე მეტად გიჟს ვის უნდა გადააბარონ ნეტავი ატომური იარაღი? ვკითხეთ, ატომური ბომბის აფეთქებით, ხომ რუსი ერიც დაზარალდება და ამის მოსმენაც არ უნდათ, არც კი ფიქრობენ, რომ რუსი ერი დაზარალდება, სამაგიეროდ გპასუხობენ, საქართველოც ამოწყდება, ატომურ ბომბს თუ გავისრვრითო, ჩავეკითხე, ხომ რუსეთიც? და ისევ იგივე მიპასუხეს – საქართველოც ამოწყდებაო…
სხვათა შორის, ყველა ქვეყანა, ვინც სანქციებს არ მიუერთდა, საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ისრაელი, ყველა რუსეთის და პუტინის მეგობარი ჰგონიათ. ცოცხალი თავით არ უნდათ იმის დაჯერება, რომ თურქეთმა ბაირახტარები მიაწოდა უკრაინას და ისრაელიდან კი უამრავი მოხალისე ჩავიდა უკრაინაში. მართალია, თვლიან, რომ ბაიდენმა და ამერიკამ აიძულა ყველა ევროპული ქვეყანა სანქციების დაეწესებინა, მათ შორის შვეიცარიაც, მაგრამ ასევე თვლიან, რომ ამ ძლევამოსილმა ამერიკამ, რომელმაც, თურმე მთელი ევროკავშირი აიძულა სანქციებს შეერთდებოდა, ვერ აიძულა ბიძინა ივანიშვილი იგივე გაეკეთებინა. აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, თურქეთი ვერაფრით ვერ აიძულა ამერიკამ, მაგრამ აიძულა გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია და ამ ბოლოს უკვე ღიად საუბრობენ იმაზეც, რომ ჩინეთმა უღალატა რუსეთს და ამ ომიდან მხოლოდ გამორჩენას ელის. ჩვენ კი ვფიქრობთ, აშშ სპეციალურად არ ცდილობს ახლა ივანიშვილის სხვა პირით ჩანაცვლებას, რომ რუსეთს საქართველოზე თავდასხმის საბაბი არ მისცეს, დაე, პუტინმა, ჯერ კიდევ იფიქროს, რომ საქართველოში პრორუსული ხელისუფლება ჰყავს, თუმცა, ეს ვითარება მაშინვე შეიცვლება, როგორც კი პუტინის რეჟიმი დაემხობა. სხვათა შორის, როგორც ჩანს, ეს პოლიტიკა მართლაც მუშაობს, მართლაც სჯერათ, რომ აი, ამერიკა ვერ მოერია სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს და ვერ აიძულა სანქციების დაწესება.და, დაე, იფიქრონ, ასე. დაე, ეგონოთ, რომ ამ მხარეს, ყველაფერი ისეა, როგორც მათ სურთ, ჩვენი ხმის ჯერიც დადგება, ზუსტად ვიცით. ჩვენ ახლა უკრაინაში ვცდილობთ გადასვლას, ამიტომ ვერ ვასახლებეთ ჩვენს ვინაობას. იმედია, გამოგვივა. სხვათა შორის, ბიზნესი გვქონდა უკრაინაში და ასე ჩავრჩით რუსეთში. ვფიქრობთ, რომ მსოფლიოს დღის წესრიგი იცვლება და პუტინის დამხობა ახლოდან გვინდა ვნახოთ. დიდება უკრაინას! გმირებს დიდება”
კომენტარები