„პრაიმტაიმს“ „მედკაპიტალში“ დაუდასტურეს, რომ მათი თანამშრომელი, რომელიც ცოტა ხნის წინ აშშ-დან ჩამოვიდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.
მედპერსონალის თქმით, ამერიკიდან ჩამოსული ექიმი სამსახურში ერთი დღით მივიდა და მას შემდეგ აღარ მისულა.
მისივე თქმით, კლინიკაში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.
„ერთ-ერთ ჩვენს თანამშრომელს, რომელიც ორი კვირის წინ ამერიკაში იყო, კორონავირუსი აღმოაჩნდა. ეს იყო 9 მარტს. ერთი დღე კი იყო სამსახურში მოსული, მაგრამ მას შემდეგ ორი კვირა გავიდა. გვითხრეს, თქვენ არაფერი არ გჭირდებათო. პოლიკლინიკა დიდი ხანია მორიგეობაზეა გადასული. ყოველ დღე თითო ექიმი მორიგეობს.“ – გვითხრა ექიმმა.
შეგახსენებთ, ვირუსით დაინფიცირება აშშ-ს მოგზაურობას უკავშირდება. ექიმი, რომელიც ამერიკიდან დაბრუნდა, ორ დღეში სამსახურში მივიდა და პაციენტებს მთელი დღის განმავლობაში იღებდა.
კლინიკა „მედკაპიტალის“ ექოსკოპისტს შეხება ჰქონდა ამავე კლინიკის 140-მდე თანამშრომელთან.
პრაიმტაიმი
კომენტარები