ლევან ჯავახიშვილი, ალია
რუსეთ-უკრაინის ომმა, ბევრი რა შეცვალა ჩვენს ცხოვრებაში და განსაკუთრებით, საქართველოს ხელისუფლებაში. “ქართულმა ოცნებამ” ყველა კითხვის ნიშანი მოხსნა. ფაქტიურად, ამ ომში ღიად დადგა რუსეთის მხარეს და როდესაც რუსეთს ამერიკა, მთელი ევროპა და სხვა კონტინენტების ქვეყნები სანქციებს უწესებენ, ჩვენმა მთავრობამ სულ სხვა პოზიცია დაიკავა. არ ვამბობ, რომ ამ ომში უნდა ჩავებათ, მაგრამ აგრესორის მხარეს არ უნდა დავდგეთ, უკრაინაში ჩასულ ქართველ მოხალისეებს, რომლებიც მზად არიან სიცოცხლის გასაწირად, “ფეისბუკით” არ უნდა დასცინო. მით უფრო იმ ხალხმა, რომლებსაც არც სხვის ომში უომიათ და არც ერთ იმ ომში, რომლებიც საქართველომ გადაიტანა. რუსული პროპაგანდის ნარტივებით არ უნდა ლაპარაკობდნენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები და ხელისუფლება თუ კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი, პრორუსულ მედია საშუალებებს არ უნდა აფინანსებდნენ. არ უნდა აფინანსებდნენ სოც-ქსელში ფეიკ-გვერდებს და ტროლებს, რომლებიც ცდილობენ შავის თეთრად წარმოჩენას, რომ უკრაინის ჯარი დონბასში თავს დაესხა მშვიდობიან მოქალაქეებს და ომი ამის შემდეგ დაიწყო. რუსები კი უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს არას ერჩიან, როდესაც უკვე ასზე მეტი უკრაინელი ბავშვია მკვდარი. მოკლედ, ხელისუფლებამ ვითომ ქართველ ხალხზე ზრუნვის საბაბით, რუსეთი არ გავაღიზიანოთ და თბილისში არ შემოიჭრასო, შეირცხვინა თავი და რუსეთის მხარე დაიჭირა. რეალურად კი, ამათ ქართველი ხალხის ბედი სულ ფეხებზე ჰკიდიათ და ამათი მმართველობის 10 წელი ამის დასტურია. ქვეყნის ქონების, ბიუჯეტის ძარცვაñგლეჯისა და სახლში წაღების მეტი არაფერი გაუკეთებიათ. რუსეთი ივანიშვილისა და სხვა ქართველი ოლიგარქების მოკავშირეა, რადგან რუსეთში მათ მილიარდობით დოლარი აქვთ დაბანდებული. ბიძინა ივანიშვილს რუსეთში სხვა პირებზე გადაფორმებული უზარმაზარი ბიზნესი აქვს და რუსეთთან მცირედი უთანხმოება, დაპირისპირებაზე არაფერს ვამბობ, მათ ამ ბიზნესებს შეუქმნიდა საფრთხეს. აი, ეს არის რეალური მიზეზი, რომ საქართველო ჩვენი ტერიტორიების მიმტაცებლი, ოკუპანტი რუსეთის მოკავშირე გახდა და დღეს რუსეთის დუმისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩვენს ხელისუფლებას მადლობას უხდიან.
რა ხდება “ქართულ ოცნებაში” და შეიძლება მოხდეს ახლო მომავალში რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე? ამის შესახებ “ალიას” ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული წყარო მოუთხრობს, რომლის ვინაობასაც, მისივე თხოვნით, არ ვასახელებთ:
“ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნების” სხვა ლიდერები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ რუსეთი უკრაინას 3-5 დღეში მოუგებდა ომს და გადაწყვიტეს, წინასწარ დამდგარიყვნენ გამარჯვებულის მხარეს. თუმცა, ვითარება შეიცვალა და მთელი მსოფლიო დაუპირისპირდა რუსეთს. ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება და შედეგების მიუხედავად, სულ მცირე, რუსეთი ეკონომიკურად დაუძლურდება და საბჭოთა კავშირის, ახალი რუსული იმპერიის აღდგენის პუტინისეული გეგმა სამუდამოდ დასამარდება. დასავლეთის ქვეყნების ლიდერები აღშფოთებულნი არიან საქართველოს ხელისუფლების პრორუსული პოზიციით. ამას თავად “ქართულ ოცნებაში” ამბობენ გავლენიანი ლიდერები. მათგან ვიცი, რომ ამერიკა პირადად ბიძინა ივანიშვილს სანქციებს დაადებს. დააყადაღებს მისი და მისი ოჯახის უძრავ-მოძრავ ქონებას ამერიკაში და საბანკო ანგარიშებს. მეტიც, პირდაპირ ამბობენ, რომ ამერიკის პრეზიდენტს მაგიდაზე უდევს რუსი და ბელარუსი ოლიგარქების ახალი სანქციების სია და მათ მალე დაადებს სანქციას. ამ სიაში კი ივანიშვილი, როგორც რუსი ოლიგარქი, ისეა შეყვანილი. დიდი შანსია, ამის მერე, ივანიშვილს სანქციები ევროკავშირმაც დაადოს. არავინ იცის, “ოცნების” ლიდერებიდან კიდევ ვინ მოხვდება ამ სიაში… ივანიშვილი რას აპირებს, არ ვიცი, მაგრამ ამ ინფორმაციის შემდეგ რა მოძრაობები დაიწყო ხელისუფლებაში, ეს ვიცი. ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკასა და ევროპაში არსებულ ქონებას ნათესავებსა და მეგობრებზე აფორმებენ, მათზე, მათ ოჯახის წევრებზე არსებულ საბანკო ანგარიშებიდან თანხებს საჩუქრის სახით, მეგობრებსა და ნათესავებს, სანდო პირებს ურიცხავენ. ეშინიათ, რომ სანქციები მათაც არ შეეხონ, ამას თავად არ გამორიცხავენ. შეიძლება ითქვას, რომ “ქართულ ოცნებაში” დიდი პანიკაა. მეტიც, საქართველოში არსებული უძრავი ქონება, ბანკში შენახულ ფული სხვის სახელზე გადააქვთ, რადგან არ არიან დარწმუნებულნი, რომ დასავლეთი, თუ უკრაინაში რუსეთი დამარცხდა, საქართველოში პრორუსულ ხელისუფლებას ხალხის ხელით არ მოიშორებს. ასეთ შემთხვევაში, ახალი, პროდასავლური ხელისუფლება, ცხადია, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბიუჯეტიდან მოპარულ ფულს, სასათბურე პირობებში ბიზნესით ნაშოვნ ფულს მოჰკითხავს. ამიტომ, თადარიგს იჭერენ, რომ ეს ქონება და ფული ამ გზით შეინარჩუნონ” – განუცხადა “ალიას” წყარომ.
კომენტარები