ლევან ჯავახიშვილი, ალია
რა შეიძლება მოხდეს ახლო მომავალში რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე? ამის შესახებ “ალიას” ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული წყარო მოუთხრობს, რომლის ვინაობასაც, მისივე თხოვნით, არ ვასახელებთ
ვთქვათ და, შეიცვალა ხელისუფლება საქართველოში, ვინ შეიძლება გახდეს ქვეყნის მმართველი ძალა? ამის შესახებ წყაროს კონკრეტული პასუხი აქვს:
“მე რამდენიმე თვის წინ განვაცხადე “ალიასთან”, რომ დასავლეთი ერთ-ერთ ვარიანტად სალომე ზურაბიშვილს განიხილავს. სალომე ზურაბიშვილმა ბოლოდროინდელი აქტიურობით, ამ ომში უკრაინის აშკარა მხარდაჭერით, კიდევ უფრო მეტი სიმპათია დაიმსახურა დასავლეთისა. ადრე ვთქვი, რომ დასავლეთი ზურაბიშვილს შეუქმნის პარტიას და არჩევნებში გაიმარჯვებს ეს პარტია, იმდენ ხმას აიღებს, რომ კოალიციური მთავრობა შექმნას და ზურაბიშვილი გახდეს პრემიერñმინისტრი, მაშინ ჩემი ეს ნათქვამი, სიტუაციიდან გამომდინარე, თითქოს უსუსურად გამოიყურებოა. ეს გეგმა ძალაში რჩება და მეტიც, უფრო რეალური გახდა ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, რადგან ერთადერთი ქართველო პოლიტიკოსი, რომელმაც ამ ომში შეინარჩუნა სახე, სალომე ზურაბიშვილია. ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსი, რომელსაც დასავლეთი ელაპარაკება, ზურაბიშვილია. “ნაცებსა” და მათ სატელიტ პარტიებს, მათ ლიდერებს არ ვთვლი ანგარიშში, რადგან მათ მძიმე და უპატიებელი წარსული აქვთ და დასავლეთმა კარგად იცის, მათი ხელისუფლებაში დაბრუნების რეალური მცდელობა, საქართველოში სამოქალაქო ომს ან ხანგრძლივ დესტაბილიზაციას გამოიწვევს, რაც დასავლეთს არ აწყობს. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის დაჯგუფებას, რომელიც პროდასავლურად ითვლებოდა, ამ ომმა დაადასტურა, რომ მათი პროდასავლურობა მითი იყო და ისინი სრულად არიან დამოკიდებულნი რუსეთზე” – აცხადებს წყარო.
კომენტარები