ექიმი, დავით მრელაშვილი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს, რომელმაც პანდემიის ყველაზე რთული ტალღის პერიოდი საქართველოში გაატარა და პირადად ეხმარებოდა კლინიკებს, ახლა უკრაინაშია.
მისი ორგანიზებით, უკრაინელ მებრძოლებს არაერთი საჩუქარი გადაეცათ.
დღეს, დავით მრელაშვილი წერს:
❗️ცხელ-ცხელი ექსკლუზივი მარიუპოლის მისადგომებიდან!
❗️ ქართველების ნაჩუქარმა ერთ-ერთმა დრონმა დააფიქსირა ორკების კოლონა რომელიც ცდილობდა მარიუპოლში გადასასვლელი ხიდის აღდგენას (რათა მძიმე ტექნიკა შეეყვანათ).
❗️ რა თქმა უნდა დრონის პილოტებმა გადასცეს არტილერიას ზუსტი კოორდინატები, რომლებმა ადგილზევე დაადუღეს, ხიდამდე მისვლა არ დაჭირდათ.
პ.ს. ეს ერთი დრონის გაკეთებული ერთი საათის საქმეა. და ესეთი ბეეევრი ჰყავთ ცაში ყველა ცხელ წერტილში რასაც მტრის რადარი ვერ აფიქსირებს.
პ.პ.ს. ყველაფერს აქ ვერ გამოვდებ, მაგრამ დღის პოზიტივს წაადგება.”
დავით მრელაშვილი, თავად წერს, როგორ დაორგანიზდა დრონების შეძენა და გადაცემა. სხვათა შორის, დრონების პირველი პარტია უკრაინაში, 5 მარტს გაგზავნა.
დავით მრელაშვილი:
For English Scroll below
გასული 10 დღის შეჯამება:
ძალიან ბევრი რამ მოხდა გასული 10 დღის განმავლობაში ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაში. თითოეული დღე, თითოეული საათი ფეისბუქის აპლიკაციის ცერა თითით ეკრანზე ქვემოთ ქაჩვაში – რაიმე ცუდის შიშით თუ ნათელი სიახლოს მოლოდინში…
ჩემთვისაც უჩვეულო იყო ეს 10 დღე და როგორც უკვე იცით, უკრაინის და უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მობილიზება გავუკეთე როგორც საკუთარ შესაძლებლობებს, ასევე მეგობრების და გულშემატკივრების გაერთიანებული ძალებით მოქმედებას.
1. ყველაზე მნიშვნელოვანი: გავიცანი მრავალი არაჩვეულებრივი ადამიანი – ქართველი და არაქართველი, ქალი თუ კაცი, დიდი და პატარა, რომლებთან ერთადაც შეთანწყობილად და ეფექტურად ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ (რაც მომავალშიც გაგრძელდება).
2. ქართველი და უცხოელი მეგობრების, ნაცნობების თუ უბრალოდ კარგი ადამიანების მხარდაჭერით შეგროვდა თანხა, რითაც ძირითადად, დრონები შევიძინეთ და გავაგზავნეთ დანიშნულების ადგილზე, თუმცა მცირე რაოდენობით და დონორთა ნებართვით, ასევე შევიძინეთ ზოგიერთი ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის სასწრაფოდ საჭირო ნივთები როგორიცაა გენერატორები, ფანრები, ლითიუმის აკუმულატორები (power banks) და სხვა.
რაც ყველაზე მთავარია, ამ ყველაფრის მიწოდება ხდებოდა შეძენიდან საათების განმავლობაში, პოლონეთში მყოფი მოხალისე ქართველი და უკრაინელი ტაქსის მძღოლების მიერ.
ამას ხანდახან მართლა სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა რადგან ყოველი ღამე დამჯდარი ტელეფონის, რაციის თუ ზოგადად ელექტროენერგიის გარეშე – პოტენციურად სიცოცხლის დაკარვას უდრის, და მსხვილი ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის კი ბიუროკრატიული პროცედურებიდან გამომდინარე, ძალიან რთულია ასე სწრაფად მოხდეს რეაგირება.
3. ცალკე პუნქტად მინდა გამოვყო დრონები, რომელიც ჩემი ჩასვლის ძირითადი “მისია” იყო. რამოდენიმე ათეული დრონი უკვე გავაგზავნეთ, რომელთა ძირითადი ტიპი და დანიშნულებაა მფლობელის მიერ 10-15 კმ დიამეტრში “ჩიტივით ფრენა” და ყველაფრის ხელისგულზე დანახვაა, მტრის და რადარის მიერ შეუმჩნევლად. ეს ე.წ. მზვერავი მინი დრონია – იწონის 249 გრამს, მტრედზე პატარაა, ჯიბეში ეტევა, შეგიძლიათ გაუშვათ საფრენად კილომეტრების მოშორებით.
გამოიკვეთა ასევე სხვა ტიპის (ფუნქციის) დრონების საჭიროებაც, რომლებიც ასევე მივაწოდეთ შედარებით მცირე რაოდენობით, როგორებიცაა:
– ჩქაროსნული დრონი – იმდენად სწრაფია (140 კმ/ს), რომ თუ მისიას სჭირდება რომ დრონმა დაბალ სიმაღლეზე (ახლოს) გადაუფრინოს მტრის ბანაკს, ამ დროს უბრალოდ რეაგირებას და დამიზნებასაც კი ვერ ასწრებს ადამიანი, არამც თუ მათ ჩამოგდებას. ამასობაში მთელი მტრის პოზიცია ხელისგულივით ჩაწერილია კამერის მიერ, და გადაცემული კილომეტრების მოშორებით მყოფ დრონის მფლობელის ტელეფონში.
– ნივთების გადამტანი დრონები – რომლებსაც შეუძლიათ 0.5-3 კილომდე სხვადასხვა მიზნის ტვირთის გადატანა შეუძლიათ წუთებში რამოდენიმე კილომეტრზე. ამის მნიშვნელობას აღარ ავხსნი.
– ტელესკოპური დრონები – რომლის კამერასაც იმდენად ძლიერი ზუმი აქვთ (200-ჯერ მოახლოება), რომ 20 კილომეტრის მოშორბით არსებული ობიექტები მოაქვთ 100 მეტრზე და დრონის პატრონი ათეულობით კილომეტრის მოშორებით მტრის ჯარისკაცებს დაითვლის ციდან ისე, როგორც სტადიონის ტრიბუნიდან მაყურებელი ფეხბურთელებს. ეს დრონები შედარებით ძვირფასია (ახალი ერთი მანქანის ფასი ღირს), თუმცა ფასდაუდებელ ინფორმაციას გაძლევს – ხარკოვიდან რუსეთის ტერიტორიაზე ტანკებს დაითვლი თუ ნისლი არაა. ეს დრონი მაგონებს იმ მაგიური “საურუნის თვალს” ბეჭდების მბრძანებელიდან, რომელიც ყველაფერს ხედავს. დააყენე ყოველ დიდი ქალაქის თავზე თითო, და ათეულობით კილომეტრის დიამეტრზე აკონტროლე ყველაფერი.
– და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი (და დეფიციტური) – თერმული დრონი, რომლებიც აბსოლუტურ სიბნელეშიც კი ხედავენ ბუჩქებში დამალულ დივერსანტებს ციდან, ოღონდ ცოცხალი უნდა იყოს (გაციებული არა), რადგან სხეულის ტემპერატურით (36 გრადუსი) ქმნის გამოსახულებას, და არა ხილული სინათლის სხივიდან (როგორც ჩვეულებრივი კამერა). ეს უკანასკნელი (ხარისხიანი, რომლის ფრენის მანძილი 1-2 კილომეტრზე მეტია) – პრაქტიკულად არ იშოვება ევროპაში, და თუ სადმე იპოვეთ ახალი – თავის კამერიანად – კარგი შეკრული მერსედერსის ფასია. ძალიან გამიმართლა რომ მთელი აშშ-ს მასშტაბით ebay-ზე რაც იყო სამი ცალი “თითქმის ახალი” – ყველა ავიღე, და მათ ნიუ იორკში ჩასვლისთანავე მეგობარმა ჩაალაგა ჩანთებში და გადმოფრინდა ვარშავაში (რომელსაც მადლობის სათქმელად ვერ ვთაგავ მისივე კონფიდენციალურობის გამო).
ეს უკანასკნელი დრონები ფასდაუდებელ უპირატესობას აძლევენ საბრძოლო ჯგუფებს, რადგან ყოველ ღამე შეიძლება “იმორიგეოს” დრონმა ბანაკის თავზე 200-500 მეტრის სიმაღლეზე ცაში და მტერი ვერ მოგეპარება ვერც ერთი მხრიდან. პირიქით კი შესაძლებელია, შენ მიაგნო მტერს, მიეპარო და ა.შ.
ბევრმა თქვენთაგანმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ ყველაფერში, და თქვენს გარეშე ამას (ამდენს) ვერ გავაკეთებდი. მადლობა უტრირებული სიტყვაა იმ მნიშვნელობასა და ღირებულებასთან შედარებით, რა საქმესაც მოხმარდა ეს ყველაფერი. ფაქტიურად თქვენი შრომის ნაყოფი – უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცების “მფარველი მფრინავი” გახდა.
რიგგარეშე მადლობა ჩემს partners in crime Giorgi და Irakli-ს რომლებიც თბილისიდან შემომიერთდნენ ვარშავაში, და უშუალოდ დახმარების გარდა ყველაფერი გააკეთეს იმისი რომ უვნებლად დავბრუნებულიყავი შტატებში :).
Summary of the past 10 days.
A lot of things happened in the past 10 days, in all of our lives. Each day, each hour was enriched with us nervously pulling down Facebook app with a thumb, fearing the worst, hoping the best.
For me these 10 days was particularly unusual, since it has been years since I had 10 straight days without seeing a single US patient… did it to fully concentrate on Ukrain matter, maximize understanding of the need, and help the best possible ways.
1. Most important fact was – I met several wonderful humans, different nationalities, men, women, adults, children, with whom I had such a synchronous and effective collaboration that would be hard during peaceful times.
2. Through the support of friends in different countries, raised significant amount of money, most of which was spent getting the delivering the most appropriate models of drones to Ukraine. Small amount of funds (with the permission of donors) was spent on some vital supplies such as electricity generators, flashlights, power banks, etc. What’s most important – the delivery to Ukraine was within hours of obtaining those items – mostly through the volunteer Ukrainian and Georgian Taxi driver network.
This was literally vital at times, since each night without electricity (and dead battery of two-way radio, phone) – could mean lost lives. It was much harder for the larger size humanitarian organizations to be that nimble in supplies, given all the procedural and bureaucratic constraints they have.
3. I want to dedicate a separate point to drones, since it was my main “mission” for the trip. A few dozens of drones have been already purchased and delivered, majority of which are meant for surveillance and information gathering. Flying with a bird’s eye view on the owners phone (or tablet) miles away, unnoticeable by enemy radar. The typical one is half a pound in weight, size of a pigeon – fits in a pocket.
There became obvious niche of other types of drones such as:
– Speedy drones – flying almost 90 miles an hour – it can be used on lower altitudes (hard to shoot down due to speed), or very time sensitive missions. Before enemy on the ground realizes – it has recorded 4k video of the whole position – and gone and vanished.
– Transporting and delivery drones – usually between 1-6 pounds (non-special purpose, common, consumer ones). The purpose is self explanatory – won’t elaborate.
– high-zoom capable special camera drones – that can let user see fairly small details dozens of miles away. One can literally count tanks on the Russian territory, by having a Drone in Kharkov downtown sky (sample video attached). Could count soldiers 10-15 miles away, like counting football players while watching a game at the stadium. Each of them have a cost of a car, though the information gathered – is invaluable. One could literally “park” a drone (alternate given battery limits) over each big city, and control dozens of miles of diameter around all day long.
– and the most important (and scarce) – thermal vision drone, that can see in absolute dark, and discover enemy diversants in bushes, as long as they have a warm body (not dead), as it is the body temperature that constructs the image – not the visible spectrum of daylight (like for regular cameras). These are extremely hard to find in Europe (those that have a meaningful range of more than a mile), and if found – cost the amount of a decent used car. I was extremely lucky to snatch the last 3 of them on ebay (manufacturer out of stock). As they arrived at “wearhouse” in NYC – a friend literally bought a ticket departing in a few hours, and flew direct to Warsaw (not tagging him for safety reasons).
These drones give the owner batallino an unmatched advantage over enemy – for protection (you can literally patrol one over the camp, to keep looking around), as well as for proactively discovering enemy at night.
Many of you had a significant contribution to this undertaking, and I certainly could not do it without your help (at least not to this scale), for which “thank you” is almost too worn out word – compared to the significance of he matter. You can imagine your contribution became the flying angel-protector of the soldiers fighting the evil.
And of course – a special thanks to a couple friends who joined me in Warsaw – who know me well enough to watch my back and ensure my safe return in one, thermal drone recognizable (warm) piece :).
Slava Ukraini!
კომენტარები