პიარტექნოლოგი, ქოუჩი, გიორგი კალატოზიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ექიმი რომ ხარ (!), შტატებიდან ჩამოდიხარ და თვითიზოლაციის (!) ნაცვლად სამსახურში გადიხარ და საფრთხეს უქმნი თანამშრომლებს და პაციენტებს (მეტწილად ორსული ქალბატონებისთვის), სულ მცირე დროებით უნდა შეგიჩერონ ექიმის ლიცენზია უპასუხისმგებლობისთვის და სამსახურეობრივი გულგრილობისთვის. და მეორე – კლინიკა რომ ხარ, “მედკაპიტალი” გქვია და იმდენი არ გესმის, რომ მთელი შენი კაპიტალი არის პაციენტები და შენსადმი მათი ნდობა, სულ მცირე (აი, სულ მცირე) უნდა დახურო პასიურობისთვის. გადაირევი რა. გეფა და მარნეული გადაჯოკრა ამ ფაქტმა რა!”
კომენტარები