რუსეთის უკრაინისგან ქალაქ მარიუპოლის კაპიტულაციას ითხოვს და ითხოვს ქალაქიდან გავიდეს აზოვის პოლკი, რომელსაც, ქალაქის დატოვების შემთხვევაში, გასასვლელ დერეფანს სთავაზობს.
რუსეთის თავდაცვის მართვის ეროვნული ცენტრის მეთაური გენერალ-პოლკოვნიკის მიხაილ მიზინცევი:
“რუსეთი უკრაინას “მარიუპოლის მცხოვრებლების გადარჩენას სთავაზობს და პასუხს 21 მარტის დილის 5 საათამდე ელოდება.
დაჟინებით ვითხოვთ ოფიციალურ წერილობით პასუხს უკრაინის მხრიდან ხვალ, ანუ 21 მარტის დილის ხუთ საათამდე, ყველაფერ ჩამოთვლილზე, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ჰუმანიტარულ შემოთავაზებებზე, მარიუპოლელების და ქალაქის ინფრასტრუქტურის გადარჩენის სახელით. კიევის ოფიციალურ ხელისუფლებას მოვუწოდებთ კეთილგონიერებისკენ და ადრე გაცემული ბრძანების გაუქმებისკენ, რომელიც ბოევიკებს ავალდებულებდა თავი გაეწირათ და გამხდარიყვნენ, “მარიუპოლის წამებულები”
ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული, სამთავრობო მედია РИА Новости ავრცელებს.
კომენტარები