„ბარსელონას“ ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მილიონი ევრო გადარიცხა.
არსებული ინფორმაციით, ამ თანხის ნაწილს ბარსელონაში მდებარე საავადმყოფო მიიღებს. მეორე ნაწილს – არგენტინის სამედიცინო ცენტრი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
24 მარტისთვის ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 39 ათას ადამიანს უტოლდება, გარდაიცალა 2800 ადამიანი.
კომენტარები