ტელეკომპანია “მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი, სოციალურ ქსელში იმ ადამიანებს პასუხობს, რომლებიც მას “ქოცობას “აბრალებენ”:
“ერთ ქალბატონი მწერს: გრძნობ თუ არა თავს დამნაშავედ 2012 წელს ბიძინა რომ მოიყვანეო?
ვპასუხობ მასაც და სხვებსაც, ვისაც იგივე კითხვა გაქვთ: არა, არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ, იმიტომ რომ ბიძინა მე არ მომიყვანია, ბიძინა ხელისუფლებაში მოიყვანა მიშამ და “ნაცებმა” მათ ვინც უკიდურესად გაუსაძლის მდგომარეობაში ჩააყენეს საკუთარი ქვეყნის ნახევარზე მეტი მოსახლეობა.
ისინი დღეს საკუთარ დანაშაულებს “შეცდომებს” უწოდებენ! დიახ, რასაც მაშინ ჩვენ ვამბობდით ისინი დღეს იმავეს იმეორებენ და ინანიებენ! ასე არ არის?
თუმცა, მუდამ დავსვამ ამ კითხვას: შეიძლება შეცდომით ადამიანი დაიჭირო, მოკლა კიდეც, მაგრამ შეიძლება ადამიანი შეცდომით აწამო? არ აწამებდნენ? არ იყო ადამიანთა წამება სისტემური ხასიათის?! ჩემზე და ჩემნაირებზე ნუ ბრაზდებით, გაბრაზდით მათზე ვინც აიძულა საქართველო იმ არჩევანზე რომელიც დადგა.
აქვე შეგახსენებთ, ტვ “მაესტრო” “ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის პირველი წამიდან
ზუსტად ისეთივე კრიტიკული დარჩა, როგორც “ნაცების” დროს იყო. ასევე შეგახსენებთ რომ ტვ “მაესტრო” პირველი მედია იყო, რომელიც “მოკლა” ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი დამქაშების ხელით.
მე “ქოცი” არ ვარ და ვთვლი იყო “ქოცი” იგივეა რაც იყო “ნაცი”. პირადად ჩემთვის, ეს ორი ძალა ტყუპისცალია, ვინძლო მიზანი ერთი აქვთ, საშუალებები სხვადასხვა.
მაინც სიყვარულით თქვენი მამუკა ღლონტი.”
კომენტარები