ხელისუფლების მიერ დაფინანსებული “ფეიქ” ამბავი მოძრაობა “სირცხვილიას” წევრ, ნოდარ რუხაძის წინააღმდეგ და თენგიზ ცერცვაძის კომენტარი, შალვა რამიშვილის გადაცემაში – აღნიშნულ საკითხს, ნოდარ რუხაძე, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“სოციალურ ქსელში თქვენ მიერ წაკითხული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მე გლობალური პანდემია დადებით მოვლენად მიმაჩნია, არის ტყუილი” – წერს რუხაძე და აცხადებს, რომ არასოდეს უთქვამს, რომ მოხუცების სიკვდილი კარგია.
“ბატონო თენგიზ, უდიდესი პატივისცემა მაქვს იმ ფასდაუდებელი საქმისადმი, რასაც თქვენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის აკეთებთ.
გავიფიქრე პირადად დაგკავშირებოდით, მაგრამ არ მინდა ძვირფასი დრო წაგართვათ, ამიტომაც გადავწყვიტე აქ დამეწერა:
იმედი მაქვს, ძალიან მალე, როდესაც ყველაფერი ადამიანებისა გამარჯვებით დასრულდება, დრო გექნებათ და ჩემს პოსტს წაიკითხავთ.
სოციალურ ქსელში თქვენ მიერ წაკითხული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მე გლობალური პანდემია დადებით მოვლენად მიმაჩნია, არის ტყუილი.
არასოდეს მითქვამს, რომ მოხუცების სიკვდილი კარგია. ჩვენი ქვეყნის ტრაგედია არ მახარებს. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ბებიები და საუკეთესო ბაბუა. მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მეტად მე არაფერს ვუფრთხილდები.
არსებობს დიდ ეჭვი, რომ ადამიანი, რომლის ეთერშიც თქვენ ბრძანდებოდით, თავად არის იმ ორგანიზაციის შემქმნელი და ხელმძღვანელი, რომელიც მსგავს ყალბ ამბებს ავრცელებს.
ბიძნური დეზინფორმაცია მიზნად ისახავს ჩვენ შესახებ არასწორი და მცდარი წარმოდგენების შექმნას, რაც, ზოგჯერ, უნდა ვაღიარო, გამოსდით. ზემოხსენებული “ჟურნალისტი” არც თქვენს პიროვნებას სცემს პატივს. მიუხედავად იმისა, რომ მან ზუსტად იცის ამ ამბის სიყალბის შესახებ, ის არ შეეცადა არაფრის გამოსწორებას.
ბატონო თენგიზ, გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში გამოცდილმა, თქვენ საუკეთესოდ იცით, თუ რამდენად დიდი ძალა შეიძლება ჰქონდეს დეზინფორმაციას.
კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ამ პოსტის დაწერა მხოლოდ თქვენ მიმართ არსებულმა დიდმა ნდობამ და პატივისცემამ მაიძულა.
თქვენი დიდი იმედი მაქვს.
მადლობა” – წერს ნოდარ რუხაძე.
ცნობისთვის, ერთ-ერთმა ყალბმა გერდმა „სირცხვილის კორიდორი“ გაავრცელა ციტატა, სადაც აღნიშნული იყო, რომ კორონავირუსი ცუდი არ არის, რადგან იგი მოხუცებს ემართებათ და ამით მოხდება თაობათა ცვლა. გვერდმა აღნიშნული ფრაზა, სამოქალაქო აქტივისტ ნოდარ რუხაძეს მიაწერა.
სწორედ აღნიშნული ციტატაზე ისაუბრა თენგიზ ცერცვაძემ შალვა რამიშვილის გადაცემაში და თქვა, რომ ზუსტად რუხაძისნაირი ახალგარდები ამბობენ ასეთ საშინელ რაღაცეებს.
კომენტარები