ფეისბუკზე ემიგრანტების ერთ-ერთ ჯგუფში, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, სახელით -ლალი ლალი, აფიქსირებს მოსაზრებას, თუ რატომ ვერ დაუთმობს საკუთარ საცხოვრებელს, უკრაინელ ლტოლვილებს:
“გუშინ, დასვენების დღე მქონდა და პიაცაზე გავედი, ყველა უკრაინაზე ლაპარაკობდა. წინა კვირას დახმარება გავუგზავნეთ აქაური ქართველების სახელით, მეც ჩემი წვლილი შევიტანე, მაგრამ თურმე ვიღაცის თვალში საკმარისი არ ყოფილა.
მომიბრუნდა ერთი ქალი და მეუბნება, თბილისში დაკეტილი სახლი რომ გაქვს, რათ არ შეუშვებ უკრაინელ ლტოლვილებსო?! აღარ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, სხვა ქალებიც ისე გაჩუმდნენ, იმას ეთანხმებოდნენ. მაშინვე კი ვუპასუხე, შენს შვილებთან რატომ არ მიგყავს სახლში-მეთქი, მაგრამ ისე ცუდად გავხდი, მეორედ იქ მისვლა აღარ მინდა.”
კომენტარები