ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი მსახიობ ლია ახეჯაკოვას ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“თუკი ვინმემ რუსეთს თუნდაც მდოგვისოდენა ნამუსი შეუნარჩუნა, ეს მსახიობი ლია ახეჯაკოვაა.
მან საჯაროდ გააპროტესტა რუსეთის მიერ დონბასის აღიარება და ასევე, 24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყება.
პასუხად რა მიიღო?
სახელმწიფო ჯილდოების კომისიამ მისთვის რუსეთის სახალხო არტისტის წოდების ჩამორთმევის საკითხზე მსჯელობა დაიწყო.
ლიას სულ რომ ყველა ჯილდო ჩამოართვან, ის დარჩება ადამიანად, რომელმაც გაბედა და პუტინწამგლეჯის ავადმყოფური პოლიტიკა გააპროტესტა.
ის დარჩება ადამიანად, რომელიც ჯილდოებს არ დაემონა და სიმართლის მხარეს დადგა.
ის დარჩება ადამიანად, რომლისთვისაც ხელოვნება ხელოვნებაა.
ხოდა, ასეთ ადამიანებს ჯილდოები, ბოდიში და ფეხებზე ჰკიდიათ, მით უფრო, მოძალადეების.”
კომენტარები