კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ადრეა, რადგან მოლაპარაკებების პროცესი რამე შეთანხმებამდე არ მისულა და პრეზიდენტებს დასაფიქსირებელი არაფერი აქვთ.
მისი თქმით, იმისთვის, რომ პრეზიდენტების შეხვედრაზე საუბარი დაიწყოს, “ჯერ საშინაო დავალება უნდა შესრულდეს”.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჯერ არაფერი აქვთ დასაფიქსირებელი, რუსეთ- უკრაინის მოლაპარაკებებზე ჯერ არ არის მიღწეული შეთანხმება. ჯერ რაიმე სახის არსებითი წინსვლა არ არის. შესაბამისად საუბარი პრეზიდენტების შეხვედრაზე ჯერ ადრეა, მათ უბრალოდ არაფერი ექნებათ დასაფიქსირებელი”.- ამბობს პესკოვი.
კომენტარები