რუსული და თურქული მედია, ავრცელებენ ცნობებს, იმის შესახებ რომ მოსკოვის ბაზარზე გამოჩნდა “მაკდონალდსის” რიგი მენიუს შემცვლელი ქართული კომპანია “ვაი მე”.
სოციალური ქსელის მიხედვით, ქართული სამზარეულო “ვაი მე” წლებია მოსკოვში ფუნქციონირებს, მას საიტიც აქვს, სადაც წერია, რომ ხათუნა კოლბაია და თენგიზ ანდრიბავა ცდილობენ დაუმტკიცონ მსოფლიოს, რომ ქართული სუფრა არ არის აუცილებლად მრავალდღიანი ქეიფები და გრძელი სადღეგრძელოები.
რუსული მედია წერს:
“მას შემდეგ, რაც მაკდონალდსმა დაგვტოვა (გულწრფელად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სასარგებლოა), სხვა დაწესებულებები ცდილობენ დაიკავონ მისი თბილი ადგილი.
ასე, მაგალითად, ქართულმა საჭმელების ქსელმა აიღო ბავშვების ხაზი.
“ვაი მე”- ში გამოვიდა საბავშვო კომპლექტი სათამაშოებით ყუთებში – დიახ, დიახ, ჩვენი მოსკოვურ-ქართული პასუხი მაკდონალდსის Happy Meal-ზე. „ვაი მეი! უმცროსი!” – ასე ჰქვია კომპლექტს – ქართული სუფრის საბავშვო ვერსია: ხაჭაპური ბურგერი – რვა წლის წინ გამოგონილი პირველი ჰიბრიდული კერძი, “თხილი” მოხარშული შესქელებული რძით, ხილის სასმელით ან კომპოტით და, რა თქმა უნდა, სათამაშო. ხაჭაპურის ცომისგან ბურგერი მზადდება, შიგნით არის ქათმის ან ბოსტნეულის ხორცის კატლეტი, პლუს პომიდორი და სულგუნი. “ასეთი კომპლექტი 460 რუბლი ღირს”
თურქული მედიის ცნობით, Happy Meal-ის ფასი იყო 199 რუბლი.
თავის მხრივ, “ვაი მე” სოციალურ ქსელში წერს, რომ სანამ მაკდონალდსი, გადაწყვეტილებას მიიღებს “ჭკვიანსა” და “ლამაზს” შორის, მათ გადაწყვიტეს შესთავაზობ მომხმარებლებს საბავშვო ლანჩი.
თურქული მასალის ლინკი, სოციალურ ქსელში გაავრცელა ჟურნალისტმა ზურა ბაუჟაძემ.
სოციალურ ქსელში, გავრცელებულ ინფორმაციას, მოქალაქეები ვიდეოთი გამოეხმაურნენ:
კომენტარები