მწერალი, ალეკო შუღლაძე:
“ინსტრუქცია ფეისბუკ მომხმარებლისთვის:
1. სანამ ფეისბუკზე შევარდებით, მანამდე დარწმუნდით, რომ გვღვიძავთ. გახსოვდეთ, ძილ-ბურანში ფეისბუკის მოხმარება აკრძალულია.
2. სანამ სხვის კედელს ეცემით, მანამდე საკუთარს მიურახუნეთ თავი მსუბუქად მაინც: იქნებ თავად გაქვთ რამე სათქმელი. თუ არადა და მხოლოდ ამის შემდეგ ეცით სხვის პოსტებს და დაიწყეთ მავნებლობა მეთოდურად.
3. უხეში და მძიმე სიტყვები ცოტა გამოიყენეთ, უფრო – მიზანმიმართულად, ნატიფად და წერტილოვნად. გახსოვდეთ, რომ დედის ტრაკის ტრიალი ვერ გააძლიერებს ზეწოლას მოწინააღმდეგეზე.
4. როგორც კი შეგიპყრობთ სხვისი სტატუსის ქვეშ კომენტარებში რაიმეს მტკიცების დაუოკებელი სურვილი, მანამდე, სანამ დაიწყებთ ჩხუბს, ავტორის ლანძღვას, დედის ტრაკის ტრიალს და დაგემართებათ ფსიქომოტორული აშლილობა გულყრებით, დარწმუნდით: თქვენც იმავეს ხომ არ ამტკიცებთ, რაც უკვე დამტკიცებულია ავტორის მიერ.
5. ნაბიჭვარი ავტორის ტექსტი გადაიკითხეთ მეორედ. მხოლოდ ამის მერე გაცეცხლდით. გაცეცხლების მერე ეგრევე ჩხუბზე ნუ გადახვალთ, დარწმუნდით, რომ გღვიძავთ. დალიეთ ჩაი, შეისხით წყალი და თუ კრუნჩხვებმა არ გადაგიარათ, მხოლოდ ამის მერე ეცით მტრის სტატუსს. თუ მეზობელზე ხართ გამწარებული, ფეისბუკს ნუ მიუჯდებით. თუ გაორება გჭირთ, მაშინ – ნუ „მიუსხდებით“.
6. ფეისბუკ მტერს ქაოსურად ნუ შეარჩევთ, რამე ნიშნის ქვეშ გააერთიანეთ, და წინასწარ მოემზადეთ, რადგან უცნობ ვოლზე მოხვედრისას შეიძლება სწორედ აქეთ ამოგიტრიალონ დედის ტრაკები და დარჩებით გაპაზორებული.
7. სმაილიკები გამოიყენეთ დანიშნულებისამებრ: ნუ იცინით ყველაფერზე. იშვიათად იხმარეთ გული. ახლა ვამუშავებთ შხამის ნიშანს – და ის გამოიყენეთ ხოლმე.
8. ყურადღება: ორიგინალურობის გამო არ არის საჭირო, ყველაფერზე განსხვავებული აზრის ქონა. მაგალითად, თეზისს: „პუტინი ხუილოა“, არ გააჩნია ანტითეზისი. ეს აქსიომაა და თუ შეეცდებით საწინააღმდეგოს მტკიცებას, – გაპაზორდებით.
9. უკუჩვენება: გახსოვდეთ, მაუსის ბევრმა წკაპა-წკუპმა, ვოლიდან ვოლზე ხტომამ და ეკრანზე მიშტერებამ ჰალუცინაციები იცის.
10. ბოტების საყურადღებოდ: გთხოვთ, ნუ გამოიყენებთ ფრაზას: „რა მნიშვნელობა აქვს ვისი მონა ვიქნები, რუსეთის თუ ამერიკის?!“ ეს ბლოკავს სისტემას. რამე ახალი მოიგონეთ.
11. თქვენი სათქმელი მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი შეტენვა ყველგან არ შეიძლება. ბრაზს, რომელსაც ატარებთ გუშინდლიდან და გინდა მიახალოთ ვინმეს სახეში, არ ექნება ძალა და გამოჩნდება სასაცილო, თუ უადგილო ადგილას შეთხრით. გახსოვდეს, სინამდვილეში უფრო მეტი ადამიანი დაგცინით, ვიდრე გგონიათ.”
კომენტარები