ისრაელის მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელის პრემიერმინისტრი, ნაფტალი ბენეტი შესაძლოა ეწვიოს კიევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელის ოფიციალურმა პირებმა უკრაინელ კოლეგებს უთხრეს, რომ პრემიერი მხოლოდ იმ შემთხვევაში ეწვევა კიევს, თუ მხარეები ახლოს იქნებიან შეთანხმების მისაღწევად, რათა დაეხმაროს მათ “ფინიშის ხაზის გადალახვაში”.
ბენეტი უკვე ეწვია რუსეთის და შეხვდა პუტინის მოსკოვში მოლაპარაკებებში შუამავლობის მიზნით. პრემიერის ოფისს კიევში შესაძლო ვიზიტზე, ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
კომენტარები