ხარკოვის რაიონში რუსულმა ტანკმა ესროლა მანქანას, რომელშიც ოჯახი 2 შვილთან ერთად იყო. დაღუპულია ორი ზრდასრული და ერთი ბავშვი.
“ოჯახი ყვიროდა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, თეთრ დროშას აფრიალებდნენ, მაგრამ ამაოდ. მშობლები და 9 წლის გოგონა მოკლეს, 17 წლის ბიჭი დაშავდა” – წერს უკრაინის პროკურატურა, რომელიც ავრცელებს ასევე ინფორმაციას იმაზე, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს პენსიონერ ადამიანებს, რომლებიც ველოსიპედებით მიდიოდნენ საავადმყოფოში.
კომენტარები