რუსული მედიის ცნობით, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა კომენტარი გააკეთა რუსეთის უარზე, გააგრძელოს სამშვიდობო მოლაპარაკებები იაპონიასთან.
“რუსეთმა უარი თქვა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმების განხილვაზე. კურილის კუნძულების ბედის კონტექსტში, ეს გადაწყვეტილება ისტორიულად გამართლებული, დაგვიანებული და სამართლიანია. ცხადია, რომ ჩვენ იაპონიასთან კუნძულების საკითხზე კონსესუსამდე ვერასდროს მივიდოდით. ეს აქამდეც ჩვენც გვესმოდა და მათაც. ასე რომ, მოლაპარაკებები კურილებზე მუდამ რიტუალური სახის იყო”.
22 მარტს რუსეთის ფედერაციამ, ტოკიოს მიერ მოსკოვისთვის სანქციების დაწესების გამო, იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ რუსეთ-იაპონიის ურთიერთქმედების დაზიანებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ტოკიოს, რომელმაც აირჩია ანტირუსული კურსი.”
კომენტარები