ჟურნალისტი, ბექა ყორშია:
“მეგობარს ვეუბნებიდი წეღან. რამდენიმე დღეა, ჩემს სახლთან დგას სუსის მანქანა. აი, სადარბაზოსთან დგას ზუსტად.
ახალგაზრდა ბიჭია. ფანჯარა ჰქონდა ჩაწეული დღეს და რო დამინახა, აუწია ეგრევე:)
იმაზე ვფიქრობ მთელი დღეა, ეს ახალგაზრდა ბიჭი შეიძლება მართლა ენთუზიაზმით მივიდა სახელმწიფო უსაფრთხოებაში. შეიძლება მართლა ოცნებობდა ღრმადაშიფვრის ოფიცრობაზე, ჯეიმს ბონდობაზე, დაზვერვაში მუშაობაზე, რუსი აგენტების ლუსტრაციაზე, მათ დაკავებაზე, ან ორმაგ აგენტობაზე დაყოლიებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაპარვაზე, დივერსიების მოწყობაზე, საქვეყნო საქმის კეთებაზე და ამ დროს დილიდან საღამომდე უწევს მოჯღანულ სადარბაზოსთან იდგეს და ბექა ყორშიას უყარაულოს”
კომენტარები