Europcar Georgia ანსამბლ „დიდგორთან“ ერთად იწყებს კამპანიას სახელწოდებით „შენ გელოდება“, რომელიც საქართველოს ტურისტული ადგილების პოპულარიზაციასა და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის დახმარებას ისახავს მიზნად.
„შენ გელოდება“ – მაყურებელს საქართველოს მივიწყებულ სოფლებში ამოგზაურებს. გააცნობს იქაურ ბუნებას, ადამიანებს, რომლებიც თავის კუთხეს არ ტოვებენ, წინაპრების წეს-ჩვეულებებს ინახავენ და სტუმრებს ელოდებიან. კამპანიის ფარგლებში სულ 6 ტურია დაგეგმილი. „ევროპქარი“ და ანსამბლი „დიდგორი“ მცხეთა-მთიანეთს, სვანეთს, რაჭა-ლეჩხუმს, სამეგრელოს, ზემო აჭარასა და ტაო-კლარჯეთს ესტუმრებიან.
„ჩვენ, როგორც საერთაშორისო კომპანიის წევრებს, გვაქვს შესაძლებლობა, საქართველოს უნიკალური ტურისტული ლოკაციებისა და ადამიანების შესახებ იმ უცხოელ ვიზიტორებსაც მოვუყვეთ, ვინც საქართველოში გეგმავენ მოგზაურობას. ჩვენი კამპანიით გვინდა, მაქსიმალურად ბევრ ადამიანს გავუჩინოთ ინტერესი ამ თითქმის მივიწყებული სოფლების მიმართ და გავზარდოთ ასეთი ადგილების ცნობადობა, რაც საბოლოოდ მაღალმთიანი სოფლების განვითარებას შეუწყობს ხელს“, – სოფო კაკუშაძე, Europcar Georgia-ს მარკეტინგის მენეჯერი.
Europcar Georgia-ში ამბობენ, რომ შერჩეულ ლოკაციებზე ვიზიტები ადგილობრივების საჭიროებების გათვალისწინებით იგეგმება და სოფლებში დარჩენილ ოჯახებს საჩუქრებს სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩაუტანენ.
Europcar Goergia-სთან ერთად სამოგზაუროდ ემზადება ანსამბლი ,„დიდგორიც“. მუსიკოსები მთაში შემორჩენილ უნიკალურ ხმებსა და ხალხურ სიმღერებს შეაგროვებენ და მათ ხელახლა გააცოცხლებენ.
პანდემიის პერიოდში, სხვადასხვა რეგიონში ვიზიტების უსაფრთხოებისთვის, მონაწილეების კოვიდტესტირებას მულტიპროფილური ლაბორატორია „მეგალაბი“ უზრუნველყოფს.
—
Europcar Georgia თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სამ ძირითად სერვისს სთავაზობს: ავტომობილების დღიური გაქირავება, საოპერაციო ლიზინგი და სატრანსპორტო მომსახურება. ავტომობილის დაჯავშნა დისტანციურად, კომპანიის ვებგვერდზეა შესაძლებელი.
კომენტარები