წარმატებული ანგიოქირურგი, კლინიკა ჰელსიკორის სისხლძარღვთა ქირურგიის სამსახურის ხელმძღვანელი – გაგა კეშელავა, რომელსაც კარგი განათლება და გამორჩეული პროფესიონალიზმი გამოარჩევს, როგორც პაციენტებში, ისე სამეცდიცინო წრეებში საკმაოდ აღიარებული და დაფასებულია. მის პროფესიულ პრაქტიკაში არაერთი რთული და დასამახსოვრეებლი შემთხვევაა, რაც მისთვის უკვე ყოვედღიურობის ნაწილია.
გაგა კეშელავა: 2002 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, საფრანგეთში ქალაქ მარსელში გავიარე რეზიდენტურის კურსი სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულებით, სწორედ იქ მოხდა ჩემი სპეციალობის არჩევა, ვინაიდან სისხლძარღვთა ქირურგია მრავალრიცხოვანი ოპერაციის სახეოებებს მოიცავს და ძალიან მრავალფეროვანი დარგია, გადავწყვიტე ამ მიმართულებით წავსულიყავი. საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ ავიღე დამოუკიდებლად მუშაობის ლიცენზია და საკმაოდ დიდი პერიოდი ვიმუშავე ქალაქ ქუთაისში ანგიოლოგიის მომართულებით, 2018 წელს დავბრუნდი თბილისში და დღემდე უკვე აქ ვაგრძელებ აქტიურ პროფესიულ საქმიანობას.
_ ძირითადად რა ჩივილებით მოდიან პაციენტები თქვენთან?
_ ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც სისხლძარღვთა დაავადებებს შორის ყველაზე გავრცელებულია სისხლძარღვთა მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი, რაც როგორც წესიგენეტიკური წინასწარაგანწყობის და ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ვითარდება ესაა-არაჯანსაღი კევბა და თამბაქოს მოხმარება. სისხლძარღვთა მაობლიტირებელ ათეროსკლეროზს აქვს მრავალფეროვანი გამოვლინება, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რომელია კონკრეტულ პაციენტის სამიზნე, ზოგს ქვემოკიდურების პრობლემა აქვს, ზოგს თავის ტვინის იშემიური ინსულტის ეპიზოდები, ზოგს უვითარდება აორტის ენევრიზმა, რაც დროთა განმავლობაში შესაძლოა გასკდეს და ძალიან ცუდი გამოსავალი დადაგეს.
_ განვითარების თვალსაზრისით რა მდგომარეობაა დღეს ანგილოგიის მიმართულებით საქართევლოში?
– საქართველოს ყავს ძალიან მაღალკვალიფიციური სისხლძარღვთა ქირურგები, რომლებიც ძალიან მაღალ დონეზე ფლობენ სისხლღაღვთა ქირურგიის ოპერაციულ ტექნიკას. რაც შეეხება ტექნოლოგიებს, ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ მსოფლიო მედიცინის დონეს, მოგეხსენებათ მაღალი ტექნოლოგიები დაკავშირებულია დიდ ფინანსებთან და ვინაიდან ამ ეტაპზე ჩვენ განვითარებადი ქვეყანა ვართ, ამ ყველაფრის ანაზღაურება მეტნაკლებად რულია, მაგრამ, საერთო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ რომ ის რაც კეთდება საზღვარგარეთ, დღეს ჩვენთანაც კეთდება და ჩვენს პაციენტებს არ უწევთ კონკრეტული ჩარევების გამო სხვა ქვეყანებში წასვლა.
_ენდოპროთეზირებს თუ აკეთებთ?
_ენდოპროთეზირება გულმკერდის აორტის ანევრიზმებზე და მუცლის აორტის ანევრიზმებზე აქტიურად კეთდება ჩვენთან და შეიძლება ითქვას, დღეს ეს რუტინული ოპერაციებია ჩვენთვის, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძვირია, სახელმწიფომ აიღო გარკვეული პასუხისმგებლობა და საკმაოდ დიდი პროცენტით აფინანსებს ამ ოპერაციებს.
_რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ განივითარდეს ეს დაავადება?
_ამისი ასპროცენტიანი გარანტია არ არსებობს, მაგრამ ძირითადი რეკომენდაციაა უარი ვთქვათ თამბაქოს მოხმარებაზე, ასევე კვების რაციონიდან ამოვიღოთ ცხიმიანი საკვები, ღორის ხორცი, ცხვრის ხორცი, ხორცის ნახარშები, რძის ნაწარმი (ხაჭოს გამოკლებით) ეს ყველაფერი საკმაოდ დატვირთულია ქოლესტერინით. სასარგებლოა თევზეული, საქონლის მოხარშული ხორცი, კანგაცლილი ქათმის მოხარშული ხორცი, ხილი, ბოსტნეული.
_პოსტკოვიდური გართულებების პრევენციისთვის რას ურჩევთ პაციენტებს?
_ დაკვირვებებმა გაჩვენა, რომ წინამორბედი შტაქმები ხშირად იწვევდა სხვადასხვა გართულებებს, მათ შორის სისხლის შედედებას, შედარებით ხშირი იყო ქვემოკიდურების ღრმავენების თრომბოზი, რაც ზოგიერთ შემთხევაში რთულდებოდა ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიით, ამიტომ ვაძლევდით პაციენტებს რეკომენდაციას, რომ კოვიდის პერიოდში პროფილაქტიკის მიზნით მიეღოთ სისხლის გამათხელებელი საშუალებები, საუბარია დაბალფრაქციულ მედიკამენტებზე.
_რას ურჩევთ მათ, ვისაც სამსახურიდან გამომდინარე, დღის განმავლობაში ძირითადად პასიურ მდგომარეობაში უწევთ ყოფნა?
_ადამიანებს რომლებსაც დღის განმავლობაში ხანგრძლივი დროით უწევთ პასიურ მდგომარეობაში ყოფნა-ჯდომა, ეს ყველაზე არახელსაყრელი მდგომარეობაა ვენებისთვის და ყოველთვის არსებობს რისკი, რომ ჩამოუყალიბდეთ ქრონიკული ვენური უკმარისობა, რაც ქვემო კიდურების სიმძიმის და დალილობის შეგრძნებით ვლინდება, ასევე აღინიშნება ზომიერი შეშუპება წვივის სა კოჭწვივის არეების, თუმცა შემდგომშ შესაძლოა ეს უკვე ანატომიური ცვლილებებითახც გამოიხატოს, საუბარია ვარიკოზულ ვენებზე. ამიტომ ასეთ ადამიანებს ვისაც აქვთ ჭარბი წონა, ან უწევთ დიდხანს ჯდომა დღის განმავლობაში, ასეთ შემთხვევაში პირველი რეკომენდაციაა ელასტიური გეტრის ტარება სისტემატურად, რაც მისცემს მათ კომფორტის და სიმსუბუქის შეგრძნებას. ასევე მნიშვნელოვანია ფეხით გავლა და ვარჯიში.
_ოპერაცია რომელიც დღემდე შთამბეჭდავია თქვენთვის, სირთულიდან გამომდინარე?
_სისხლძარღვთა ქირურგიაში ერთ-ერთი რთული ნოზოლოგია აორტის თორაკოაბდომინალური ანევრიზმაა, როდესაც ანევრიზმა ვრცელდება როგორც გულმკერდის ასევე მუცლის აორტაზე, ამ დროს კეთდება წარმოუდგენლად მასშტაბური ოპერაცია და როდესაც ამ ოპერაციას აკეთებ და პაციენტი ეწერება სახლში, რა თქმა უნდა, დასამახსოვრებელია.
ნინო მახარაძე
კომენტარები