IPM-ს კვლევის თანახმად, თუ რუსული ჯარები უკრაინის მსგავსად საქართველოშიც შემოვლენ, მოსახლეობის 42.7% მზად არის, ქვეყანაში დარჩეს და იარაღით ხელში იბრძოლოს.
გამოკითხულთა 24.2% ამბობს, რომ ქვეყანაში დარჩება და შეეცდება, უსაფრთხოდ იყოს. 16.7% მზადაა, ჩაერთოს მოხალისეობრივ აქტივობებში (11.2% სამოქალაქო, ხოლო 5.5% სამედიცინო ან ფსიქო-სოციალურ მოხალისეობრივ აქტივობაში).
მოსახლეობის 11.2% აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც ქვეყნისთვის იქნება საჭირო. 3% – მიტინგებს შეუერთდება.
მხოლოდ გამოკითხულთა 1.7% ამბობს, რომ ქვეყნიდან წავა.
გარდა ამისა, IPM-ს ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის 57% აცხადებს, რომ შესაძლებლობის შემთხვევაში, დახმარების შესათავაზებლად გაემგზავრებოდა უკრაინის რომელიმე ქალაქში ან ოლქში. კითხვაზე, რა ტიპის დახმარებისთვის წავიდოდა უკრაინაში, გამოკითხულთა 47.9% პასუხობს, რომ ყველანაირად შეეცდებოდა დახმარებას, რითიც შეძლებდა.
ამავე კვლევის თანახმად, რესპონდენტთა უმრავლესობა, 91% აცხადებს, რომ უკრაინაში ყოფნის შემთხვევაში ჩაერთვებოდა რაიმე სახის თავდაცვით, საბრძოლო თუ სოციალურ საქმიანობაში,
IPM-მა კვლევა 15-20 მარტის პერიოდში, თბილისსა და რეგიონებში სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით (CATI) ჩაატარა. გამოკითხეს 18 წელს ზემოთ ასაკის 1 026 ადამიანი. ცდომილების ზღვარი არის 3.1% – 95%-იანი სანდოობით.
კომენტარები