უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის, სერგეი შოიგუს მედია სივრცეში არყოფნა იმით ახსნა, რომ მას „ახლა ბევრი საზრუნავი აქვს.
“მისმინეთ, თავდაცვის მინისტრს როგორც გესმით, ბევრი საზრუნავი აქვს. სპეცოპერაცია მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ახლა მედიასთან აქტიურობის დრო არ არის. ეს სრულიად გასაგებია”, – აცხადებს პესკოვი.
რუსი მინისტრის სავარაუდო ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ სააგენტოს პუბლიკაციების ანგარიშებზე კომენტირებისას, პესკოვმა თქვა: „არ გჭირდებათ სააგენტოს პუბლიკაციის მოსმენა და გირჩევთ, კითხვით მიმართოთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს”.
კომენტარები