საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ბუკა პეტრიაშვილი:
“მარიუპოლი ყოჩაღად დგას და კიდევ უფრო მაგრად დადგება! ჩვენები კონტრშეტევებზეც გადადიან და სპობენ ფაშისტებს! კიევის შემოგარენზე ხო საერთოდ საუბარიც არაა! მორიგი გეოგრაფიის გაკვეთილი: ლუკიანოვკა თავისუფალია! იბრუნებენ ჩვენები ტერიტორიებს! შავი დღე უდგათ ოკუპანტებს!
მოკლედ გუშინ ჩვენებმა გადაწყვიტეს რომ ცოტა დააბალნსონ მტრის განადგურების რაოდენობები! ამიტომ, აქცენტი გუშინ ზღვაზე გაკეთდა! ზუსტად “ორსკის” ზომის კიდევ ერთი სადესანტო გემი “სარატოვ” განადგურებულია, კიდევ ორი სერიოზულად დაზიანებული! ბერდიანსკში ეს დღეებია ფაშისტებს ძაააალიან ცხელათ, იწვიან პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით!
ჰოი საოცრებავ, ომის დაწყებიდან უკრაინელების ტანკების რაოდენობა 43 ით გაიზარდა! არა ჰაერის არ დაუტოვებიათ უყურადღებოდ! 1 სუ-34 ფაფუუ!
ზელემ სამივე სამიტს თავისი კონკრეტული თხოვნა გაუზოარა: ნატო-ს შეიარაღების გაზრდა მოთხოვა (ჰაერსაწინააღმდეგოსთან ერთად აწი ხომალდსაწინააღმდეგოსაც მიაწვდიან); ევროკავშირს – გაწევრიანების დაჩქარება და დიდ შვიდეულს რუსეთთან სავაჭრო ემბარგოს შემოღება!
1 კარგი რაც იყო გუშინ, პუტინს თავისი გაფიჩინებული რუბლიკები შესტ..ყორცნეს უკან, კონტრაქტში ჩაიხედე ბიჭოოო!
ბოლოს, ყველანი ვდარდობთ შოიგუს! გუშინდელი კადრები დამონტაჟებული იყო! ეგ თუ ისეა, რავარც მკტარი მენშოვი იყო ლუჟნიკებში კონცერტზე, მხოლოდ გამიხარდება, აღარ ვინერვიულებთ!
გული მიგრძნობს, დღის განმავლობაში კიდევ კააარგი სიახლეები იქნება! არა გავაციებთ! ცხლად მოგაწვდით!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”
კომენტარები