“დროა”–ს წევრი, ნათია ლეთოდიანი:
“ორი დღის წინ ქობულეთში აქციის დროს ალტინფოელები რომ თავს დაგვესხნენ ხომ გახსოვთ?! ბიჭები სცემეს ჯოხებით, ზოგს ტვინის შერყევა აქვს, ზოგს სხვა დაზიანებები. ეს ყველაფერი უკრაინის დროშის გაშლის და ჰიმნის ჩართვის გამო. ხოდა 11 მოძალადე დააკავეს მაშინ.
გუშინ რომ ქობულეთის პოლიციაში დაკითხვაზე დამიბარეს მოწმის სახით, ეგეც ხომ გახსოვთ? ამათი იმედი ჩემს მტერს ჰქონდეს, მაგრამ მეთქი ოკ, იქნებ რას ვცვლი ჩემი ჩვენებით და მივედი. განყოფილებაში პოლიციელებსაც ველაპარაკე მათ უმოქმედობაზე, გვიან რეაქციაზე და არგუმენტად მითხრეს, ჯგუფურ დანაშაულია და სისხლის სამართლის საქმეაო და დაისჯებიანო. მეთქი ოკ.
ხოდა დღეს იყო სასამართლო და აბა გამოიცანით, რა მოხდა? ეს სისხლის სამართლის დამნაშავეები 2000 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმით გამოუშვეს, ერთს 3500 ლარიანით “დაუმძიმეს”!
მიშელის დოკუმენტს და სასამართლო რეფორმასაც მოკითხვა აქედან!
ტაში! ფარდა!”
კომენტარები