“ჩვენს ურთიერთობებს ნათელი მომავალი აქვს” – ამის შესახებ რუსეთის დუმაში, საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა ქართულ დელეგაციას მიმართა.
დიმიტრი ლორთქიფანიძე, გორჩაკოვის ფონდისა და პრიმაკოვის ცენტრის წევრებთან ერთად, უკვე ორი დღეა შეხვედრებს მართავს. დელეგაციაში არიან “ევროპული სოციალისტების” პოლიტიკური საბჭოს წევრი თამარ კიკნაძე, რუსეთში ქართული დიასპორული ჯგუფის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე და დიასპორის სხვა წარმომადგენლები.
ქართული დელეგაციის კრემლის პოლიტიკოსებთან შეხვედრას და ხელისუფლების დუმილს რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის სამარცხვინო შედეგია.
წყარო – მთავარი არხი
“თბილისო, იმის მერე, რაც რუსეთმა გაგიკეთათ – არ გრცხვენიათ?” – უკრაინის საგარეო
კომენტარები