საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
“(25 მარტი):
– CNN ყვება ძალიან საინტერესო ამბის შესახებ. რამდენიმე დღის წინ რუსებსა და ამერიკელ სამხედრო ატაშეებს შორის ფარული შეხვედრა შედგა. ადგილზე მალე დაიწყო ვერბალური დაპირისპირება – რუსი წარმომადგენლები ხმამაღლა გაჰყვიროდნენ და გამოხატავდნენ გაღიზიანებას. როგორც ამერიკული წყაროები იტყობინებიან ისინი სრულად დემორალიზებულები იყვნენ. სხვა ბევრი დეტალი ჯერაც უცნობია, თუმცა როგორც ჩანს რუსული არმიის პრობლემებისა და განადგურებული კოლონების შესახებ ზედა სამხედრო ეშელონებში ყველამ ყველაფერი კარგად იცის, რაც ქვეყნის შიგნით დაძაბულობისა და ურთიერდაეჭვების სერიოზულ კრიზისს ქმნის.
– რუსებმა ტონი იცვალეს და აღნიშნავენ, რომ უკრაინაში თითქმის ყველა დასახულ მიზანს მიაღწიეს. როგორც ჩანს მოსკოვში განიხილავენ დონეცკისა და ლუგანსკის რაიონების ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასავლას და თავის გამარჯვებულად გამოცხადებას. თუმცა საეჭვოა უკრაინელების მხრიდან თუნდაც ამგვარ შედეგზე დათნხება.
– ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ოლქში ქალაქ მელიტოპოლში გუშინ დიდი დაპირისპირება მოხდა რუს სპეცრაზიალურ ძალებსა და გენერალიტეტს შორის. რუსებს ასეული უნდა გაეგზავნათ მისიის შესასრულებლად, რაზეც სპეციალური ძალების წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს, რადგან უკრაინულ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა უკვე რეალურად ასოცირდება სიკვდილთან, მით უფრო ასეულების გამოყენებით. ეს კი მიანიშნებს, რომ უკრაინული სამხედრო-ფსიქოლოგიური დომინაცია ეტაპობრივად ხელშესახები ხდება.
– საბრძოლო მოქმედებები გრძელდება მარიუპოლში, სადაც დრონების გამოყენებით უკრაინული ძალებუ რუსების პოზიციებს აზუსტებს და მძიმე ტექნიკის ან ქვეითთა ათეულების მეშვეობით მათზე ახორციელებენ თავდასხმებს.
– ზღვიდან რუსებმა ოდესასთან ახლოს სანაპირო ზოლი კიდევ ერთხელ დაბომბეს. ხომალდებიდან ისროლეს რამდენიმე ფრთოსანი რაკეტაც. უკრაინელები აცხადებენ, რომ რაკეტების ნაწილი ჩამოაგდეს.
– ხარკივის რაიონში, ჩრდილოეთის მხარეს, რუსეთის საზღვართან ახლოს ქალაქი ტროსტიანეცისათვის ბრძოლა დაიწყო. ომის პირველივე დღეებიდანვე ქალაქის დაკავება რუსებმა შეძლეს. ახლა უკრაინული არმია არამხოლოდ ქალაქიდან სამხრეთით ოხტირკის მიმართულებით ახერხებს პოზიციების დაბრუნებას, არამედ თავად ტროსტიანეცის გასათავისუფლებლაც წამოიწყეს შეტევა. ჯერ მხოლოდ შემოგარენში მიმდინარეობს შეტაკებები. კიდევ ერთხელ დავაზუსტებ – ოხტირკისა და ტროსტიანეცის დასახლებები საკვანძოა – პირველი ქალაქი სუმისა და შემდგომ კიევის რაიონისაკენ მიდის, მეორე კი პოლტავისა და ხარკოვისაკენ.”
კომენტარები