გამოცემა უნიანი, რადას დეპუტატ, ალექსეი გონჩარენკოზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც უკრაინელი მოხალისეები კადიროველებისგან ყიდულობენ ინფორმაციას რუსი ჯარისკაცების უკრაინის ტერიტორიაზე გადაადგილების შესახებ.
“ორი-სამი დღის წინ კიევის მახლობლად ჯაშუშთა მტრის ჯგუფი დამარცხდა. უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოკლეს რვა მოწინააღმდეგე – ყველა რუსეთის მკვიდრი. ფრონტის ხაზიდან, რუსი ჯარისკაცების გადაადგილების კოორდინატები უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა სწორედ მოხალისეებისგან მიიღეს და მარშრუტი მთლიანად დაემთხვა. მოხალისეები არც მალავენ, რომ კადიროველებისგან ყიდულობენ მონაცემებს მტრის გადაადგილების შესახებ და ეს ყველაფერი ხდება ინტერნეტში, შუამავლების მეშვეობით. ერთი ოკუპანტის შესახებ ინფორმაციის ფასი 400 დოლარზე ნაკლებია, თანხები ირიცხება ბიტკოინებში”, – წერს, გამოცემის ცნობით, გონჩარენკო.
კომენტარები