აშშ-ს პრეზიდენტმა პოლონეთში, ისტორიული ვიზიტის დასასრულს სიტყვით გამოსვლისას, რუსეთ-უკრაინის ომზე და ვლადიმერ პუტინზე საუბრისას, თქვა:
“არასოდეს დაკარგოთ იმედი, არ შეგეშინდეთ დიქტატორის, რომელიც არმიას აშენებს იმპერიის აღსადგენად და ის ვერასდროს წაშლის ხალხის სიყვარულს თავისუფლებისადმი. ეს ადამიანი არ შეიძლება დარჩეს ძალაუფლებაში. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა და ღმერთმა დაიცვას ჩვენი თავისუფლება და ღმერთმა დაიცვას ჩვენი ჯარები. გმადლობთ მოთმინებისთვის!”
მოგვიანებით, ბაიდენის ამ განცხადებაზე, განმარტება გააკეთა თეთრი სახლის ადმინისტრაციამ და თქვა:
“პრეზიდენტი ამბობდა, რომ პუტინს არ შეიძლება მიეცეს უფლება განახორციელოს ძალაუფლება მეზობლებზე, ან რეგიონზე. ის არ განიხილავდა პუტინის ძალაუფლებას რუსეთში, ან რეჟიმის შეცვლას”
კომენტარები