რუსულენოვანმა მოქალაქეებმა თბილისის ზღვაზე რიტუალი ჩაატარეს და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ფიტული დაწვეს.
ვიდეოს და ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს.
შეგახსენებთ, უკრაინელმა “ჯადოქრებმა” და მაგებმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ოლექსი არესტოვიჩის მოწოდების შემდეგ, პუტინის წინააღმდეგ მაგიური რიტუალების ჩატარება გადაწყვიტეს. რიტუალი, რომელიც 3 ნაწილისგან შედგება, უკრაინის ერთ–ერთ მთაზე გაიმართება, რისთვისაც მათ სპეციალური ადგილი უკვე გამოუყვეს. “31 მარტს, მთვარის 29-ე დღეს – ჯადოსა და წყევლის დღეს, ჩვენ ჯადოქრები, მეგობარ უცხოელ კოლეგებთან ერთად, უკრაინელი ხალხის მტრის – ვლადიმერ პუტინის დასჯის რიტუალს ჩავატარებთ,”- ამბობს რიტუალის ერთ–ერთი ორგანიზატორი.
როგორც ჩანს, უკრაინელ “ჯადოქრებს“, რუსმა “ჯადოქრებმა” დაასწრეს და როგორც ხედავთ, პირველი ღია “რიტუალი” პუტინის წინააღმდეგ, თბილისში ჩატარდა.
კომენტარები