Новая газета-ს ინფორმაციით, ლიბანის შიიტ ჯიჰადისტთა დაჯგუფება “ჰეზბოლა” უკრაინაში 800-მდე მებრძოლს გაგზავნის. ცნობილია ისიც, რომ პირველი 200 მებრძოლი ბელარუსის ბაზაზე 29 მარტს ჩავა. გამოცემა წერს, რომ თითოეული მებრძოლის ხელფასი თვეში 1 500 დოლარი იქნება.
მათივე ინფორმაციით, უკრაინაში მათ გაგზავნაზე მოლაპარაკებებს “ვაგნერის” წარმომადგენლები აწარმოებენ და “ჰეზბოლამ” რეკრუტირების ცენტრები სირიის ქალაქ კუსეირში, ალეპოში, იაბრუდსა და საიიდა-ზეინაბში, ასევე ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში გახსნა, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება აკონტროლებს.
ჰეზბოლა არის შიიტური ისლამური პოლიტიკური პარტია და ბოევიკი, რომელიც, 1980-იანი წლების დასაწყისში ლიბანის სამოქალაქო ომის დროს გაჩნდა.
ჰეზბოლა ეწინააღმდეგება ისრაელის სახელმწიფოს და ახლო აღმოსავლეთში დასავლეთის მთავრობების გავლენას.
შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ჯგუფი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
კომენტარები