შეფ-მზარეული, ალექსანდრე ბაინდურაშვილი, რომელიც კიევში ცხოვრობდა, წერს:
“რა მოხდა კიევში
ერთ ძირითად შეცდომად რაც უკრაინის უშიშროებამ დაუშვა, მაგრამ მალევე აღიარეს, იყო ომამდე 3-4 თვით ადრე, რუსების შემოდინება ქვეყანაში და განსაკუთრებით კიევში. ზოგი ნათესავთან მოვიდა, ზოგი დასასვენებლად, ზოგს ბიზნესი ქონდა, ზოგს ბიზნესის დაწყება უნდოდა. სასტუმროებში ჩერდებოდა ნაწილი, ნაწილი სახლს ქირაობდა, კატეგორია ოჯახთან ერთად ჩამოდიოდა, ზოგიც მარტო….
ომის დაწყების დღიდან ამ სტუმრად მოსული, უკრაინის მოყვარე რუსების 90% დივერსანტი აღმოჩნდა, უკრაინელებიც აღმოჩნდნენ მათი მოკავშირეები, მოღალატე ხომ ყველგან არის. მაგრამ, კიევის ყველაზე დიდი პრობლემა, ამ დივერსიული ჯგუფების ამოქმედება გახდა, პირველი რამოდენიმე დღე გადაულახავიც კი. ის კომენდატი საათები რამოდენიმე დღიანი ჩაკეტვები, სპეცოპერაციები მათ შესამცირებლად იყო და არის. თვეზე მეტი გავიდა ომის დაწყებიდან და ჯერ დივერსანტები სრულად ვერ გაანეიტრალეს.. ისინი ციხის შიგნიდან გატეხვას ცდილობენ.
ახლა დათვალეთ რამდენი რუსი მიიღეთ საქართველოში და წარმოიდგინეთ რა მოგვივა თუ პუტინმა ჩვენთან ისევ მოინდომა ომობანას თამაში. ხო ის აგვისტოც ომობანა იყო, ომი უკრაინაშია….
იმ ქალმა რომ სახლი გააქირავა ქმარი ხომ ციხეში გაუშვა ფაქტიურად და ჯერ მთელი რუსული საჩუქრები წინ გელოდებათ…
ისინი უკვე არიან თქვენს მეზობლად, თქვენს უბანში, თქვენს ეკლესიებში, თქვენს მთავრობაში, თქვენს სკოლებში, ქვენს გვერდით მაგიდაზე ვახშობენ რესტორნებში და ელოდებიან როდის დაიწყება ბოროტი თამაში !”
კომენტარები