უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი, რუსულ მედიასთან ვიდეოინტერვიუსას, ამბობს:
“რუსეთის მხარე ითხოვს, უკრაინაში რუსული ენის დაცვას – მე დავაბარე ჩემ წარმომადგენლებს და გადავეცი რუსულ მხარეს – ომის ყოველი დღე კითხვის ნიშანს დასვამს – საერთოდ რა არის რუსული ენა? ხალხი თავად აღარ მოისურვებს, აღარ მოუნდებათ რუსულ ენაზე წაკითხვა, კინოს ნახვა, საუბარი… ჩემი აზრი შემდეგია – მხოლოდ სარკისებრი პატივისცემა – გინდათ რუსული სკოლები უკრაინაში? კი, ბატონო, გახსენით კერძო რუსული სკოლა, მაგრამ ამ პირობით – თქვენ გახსნით ჩვენთან რუსულ სკოლას? ჩვენ გავხსნით რუსეთში უკრაინულ სკოლას. რამეს გამოვცემთ რუსეთში? ესე იგი, თქვენც გამოსცემთ რაიმეს უკრაინაში. ყველაფერი უნდა იყოს სამართლიანად – გინდათ რუსუთის სახელმწიფო ენას პატივი ვცეთ? პატივი ეცით ჩვენ სახელმწიფო ენას. მეზობელი ქვეყნების ენის პატივისცემის ხელშეკრულებას ხელს მოვაწერ, ყველა მეზობელ ქვეყანასთან… ენის საკითხი ასეთი ხელშეკრულებით შეიძლება მოგვარდეს.”
კომენტარები